ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
25 ივნისი, 2014


მატყუარა კოიბოსტო

             
                წელს სოფელში პირველად,
                წაიყვანეს ვანიკო,
                ყველაფერზე იძახის,
                ეს რა არის, რა იყო,

                დილით გული იჯერა,
                ხტუნვითა და თამაშით,
              პირი ჩაიტკბარუნა
              მერე ბებოს თათარით.

            კომბოსტოს დაერია,
            ბებო კვდება სიცილით,
            ყველას თავი გაუხსნა,
            და დაიწყო ტირილი.

            სულ ტყუილად იწვალა,
            ვერ იპოვა დაიკო,
            გაებუტა სულ–ყველას,
            აღარ დავლევ ჩაისო.

            მატყუარა უძახა,
            დედიკოს და მამიკოს,
            იქნებ მითხრათ სიმართლე
            სად მიყიდით ძამიკოს.
        ,
               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები