ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: იუმორისტული
30 ივნისი, 2014


ფრინველების იქს–ფაქტორი

               
            ყურადღება! ანოსი
            იუწყება აფიშა,
            ფრინველებში იწყება,
            იქს–ფაქტორი ხვალიდან.

            კომისიის წევრია
            იადონი, ბულბული,
            რომ აღარ მიიწვიეს,
              ნაწყენია გუგული.

              იგი გამოცდილია,
              კონკურს გახსნის მერცხალი,
              შარშან უკვე აიღო,
              სიმღერაში მედალი.

            შაშვი მღერის არიას,
            აკაპელას ბულბული,
            ისე კარგად მღერიან,
            განაბულა სულდგმული.

            პროგრამაში იქნება.
            ჯაზი, როკი, მეტალი,
            დუეტში იმღერებენ,
            კაკაბი და ქედანი.

          წელს მთავარი პრიზია.
          თბილი ქვეყნის საგზური,
          სამჯერადი კვებითა,
          გიდითა და მეგზურით,


          ლოზუნგებით მოსულა
          ჩიხურა და მწყერჩიტა,
          არ დაუშვან კონკურსში
          თუთიყუში ,,კონჩიტა,,.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები