ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2014


მარცხი

მე, როგორც წესი, არ ვიმჩნევ ხოლმე
არც ხალხს, არც საგნებს -
რომელთაც ვხედავ, მაგრამ არ მომწონს,
იმიტომ, რომ, მე
ეგოისტი ვარ და იმდენს ვბედავ,

რომ როგორც წესი, ეს მომწონს კიდეც
და ცუდს ვერაფერს ვხდავ ამაში.
და უარესიც, არ ვკარგავ იმედს,
რომ ეს, ერთგვარი არის თამაში,

რომელსაც ალბათ ვთამაშობთ ყველა,
ისე, რომ აზრი არავის გვესმის.
და ვერც ვხვდებით, რომ ასე ნელ-ნელა
ბოლოს ვირყვნებით და როგორც წესი

არავინ ვიმჩნევთ მერე საკუთარ
თავსაც, რადგანაც ვეჩვევით, არც კი
ვიმჩნევდეთ ვინმეს - ჩვენ მოგვწონს თუ არ
და როგორც წესი ვამთავრებთ მარცხით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები