ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2014


’’მინდა გაკოცო, მაკოცო“

გული ზღვასავით მიღელავს,
ხარ ჩემი სულის ნაჟური,
მსურს შენთვის ვჭექო სიმღერა -
ესოდენ გარიჟრაჟული.
’’მინდა გაკოცო, მაკოცო“,
კოცნით აგივსო თვალები,
და ერთხელ კიდევ დავლოცო
ის შენი ნატერფალები.
არ ვიცი, გითხრა მეტი რა,
ეშხით დამდაგე ყმაწვილი,
მე - შენი ცრემლის წვეთი ვარ,
შენ - ჩემი სულის ნაწილი.


https://www.facebook.com/photo.php?v=459433420868087


ქალი კი არა, ცეცხლი ხარ


ეგრეა, ეგრე! ძვირფასო
ცეცხლი ხარ-გულზედ ნადები.
იქნებ შენ მაინც გამიგო
ქალაუ გულისნადები.
ჭაბუკსა ალი დამწველი
მამკიდებია გულზედა.
ფანდურ დავუკრათ, ვიმღეროთ
ტკბილ-მწარე სიყვარულზედა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები