| ავტორი: ბუდულა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 ივლისი, 2014 |
ახლა მე უშენოდ ვცხოვრობ, ერთ პატარა ოთახში , სადაც ღამით თაგვების წრიპინი მესმის და მაღიზიანებს მათი ზრუნვა ერთმანეთზე. დილით ისევ შემოვა ჟრუანტელისფერკაბიანი ქალი და ნემსს დამარჭობს. უკვე აღარ ვრეაგირებ, არ ვაგრძნობინებ, რომ მტკივა და ამით სიამოვნებას არ მივანიჭებ.ჩემი ნება არაა? ცრემლებს მაშინ ჩამოვიგორებ ქუთუთოებზე, როცა გავა. მთელი დღეც რომ ვიტირო, მეტად მაინც არავინ შემომაკითხავს. მიყვარს ეს დრო, როცა მარტო ვარ და მთელ დღეს ჩვენ ალუბლის ხეზე ფიქრს ვიწყებ...
ანი-დან ჰაე-მდე ჩემი ხარ...
მერე რა, რომ ჩამაცვეს ეს პერანგი და ხელებგადაგრეხილი აქ შემომადგეს. მალევე ხომ გამხადეს?!...არც ვნანობ, რომ სიყვარულმა გამაგიჟა. იმ გრძნობამ, რომ მინდოდა მოგფერებოდი, მაგრამ ვეღარ გეხებოდი და შენს სურნელს ვერ ვგრძნობდი, ჭკუაზე შემშალა, სხეული ამიწვა და ტვინი ამიდუღა.
ცრემლებით პატარა აკვარიუმი ავავსე და როცა ოქროს თევზს მომიყვან, მასში ჩავსვათ... მთელი მაისი უშენოდ გავატარე ამ ყრუ კედლებში, ველოდი როდის დამირეკავდი და დაბადების დღეს მომილოცავდი.ყველა ზარზე შენ მახსენებოდი და გული მეკუმშებოდა, სისხლი მიმოქცევას წყვეტდა და არსებობის განცდას ამუხრუჭებდა.
თევზები მაინც მომიყვანე.... არ მინდა ჩემი აკვარიუმი დაშრეს
(ჩემი კედების თასმებს ბოლო ასჩეჩვია და ასანთის ღერით თავი მინდა მოვუწვა, იქნება არ დავეცე)
ხანდახან ფანჯრიდან მთვარის კუნჭული მოჩანს.ეგ კუნჭული მთელ მზეს მირჩევნია, მისი ჩრდილი სახეს მინათებს და ალუბლის ხეს ვხედავ, შენ გხედავ და ალუბლის ტოტებს.ღამით ორივე ძალიან ლამაზი ხართ...
შენ არ მომეცი ნება, რომ მიყვარდე,გამოცხადებულად და ხმამაღლა.რომ გულში ჩაგიკრა და თმაზე მოგეფერო, მაშინ ,როცა დაგჭირდება ბევრი სითბო და როცა იგრძნობ რომ სულ მარტო ხარ...
თუმცა მე მაინც ვიპარავ შენს სიყვარულს, ჩემს სიზმარში მაინც გიკრავ გულში, მაინც ვსუნთქავ შენი ფიქრებით და შენ ვერ ხვდები ამას. შენი ტკივილი რომ თვალებს მიწვავს მლაშე ცრემლით ,ვერც ამას გრძნობ, ჩემს დაწითლებულ ქუთუთოებს ვერ ხედავ, რადგან ხშირად ტირი შენც. ვიქნები რა "შენიანი"
(გამომიშვით ვინმემ აქედან)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა,მაგრამ 'ეს ვინმე, ერთადერთია შენთვის, ამ ადამიანებით გადავსებულ დედამიწაზე.'' ნიკა ჩერქეზიშვილი მადლობა,მაგრამ `ეს ვინმე, ერთადერთია შენთვის, ამ ადამიანებით გადავსებულ დედამიწაზე.`` ნიკა ჩერქეზიშვილი
10. ქალს უჭირს ნუ მაქსიმუმ პირველი 3 თვე:D:D:Dდა თუ მანამდე კაცმა არ შეირიგა და ქალი მიხვდა,რომ მის გარეშე გაცილებით ბედნიერია:)მერე კაცი ენაცვლება:D:DD:ანუ ამ უკანასკნელს უჭირს:):D:D:D:და ბოლოს იმასაც კი ნანობ,ოდესღაც შენი ცხოვრების წუტიც რომ დაუთმე:)აი ასე:)
ანი-დან ჰაე-მდე ჩემი ხარ...---აი თუნდაც ამისათვის ღირდა,იტყვი:)და რომ შენი ცხოვრების კარი იმისათვის იკეტება,რომ სხვა გაიღოს:)რომანტიკა:)მრავალფეროვნება-თავისუფლება---ჰო გიჟი ხომ თავისუფალია:) პ.ს. რა აზრი ექნებოდა ისე ცხოვრებას უსიყვარულოდ:) ქალს უჭირს ნუ მაქსიმუმ პირველი 3 თვე:D:D:Dდა თუ მანამდე კაცმა არ შეირიგა და ქალი მიხვდა,რომ მის გარეშე გაცილებით ბედნიერია:)მერე კაცი ენაცვლება:D:DD:ანუ ამ უკანასკნელს უჭირს:):D:D:D:და ბოლოს იმასაც კი ნანობ,ოდესღაც შენი ცხოვრების წუტიც რომ დაუთმე:)აი ასე:)
ანი-დან ჰაე-მდე ჩემი ხარ...---აი თუნდაც ამისათვის ღირდა,იტყვი:)და რომ შენი ცხოვრების კარი იმისათვის იკეტება,რომ სხვა გაიღოს:)რომანტიკა:)მრავალფეროვნება-თავისუფლება---ჰო გიჟი ხომ თავისუფალია:) პ.ს. რა აზრი ექნებოდა ისე ცხოვრებას უსიყვარულოდ:)
9. გაივლის... აქ, დედამიწაზე, სიყვარულის სუროგატია გაფეტიშებული. ნამდვილი გრძნობა აქა-იქ თუ გამოანათებს. ისიც ერთეულთა ხვედრია. მხოლოდ სულით ძლიერთა ხვედრი. მარტოობა ნუ შეგაშინებს- ჩვენ ყველანი მარტო ვართ, მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ვიღაცაა ჩვენს გვერდით. ისე, სხვისი ისტორიის კითხვისას უფრო გრძნობ ცხოვრების ამაოებას. ყველაფერი მეორდება. ყველა ტკივილი გაივლის. გავა დრო და შეიზლება მადლიერიც კი დარჩე იმისათვის, რომ ზურგი გაქცია. ასეა. სიმშვიდეს გისურვებ. გაივლის... აქ, დედამიწაზე, სიყვარულის სუროგატია გაფეტიშებული. ნამდვილი გრძნობა აქა-იქ თუ გამოანათებს. ისიც ერთეულთა ხვედრია. მხოლოდ სულით ძლიერთა ხვედრი. მარტოობა ნუ შეგაშინებს- ჩვენ ყველანი მარტო ვართ, მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ვიღაცაა ჩვენს გვერდით. ისე, სხვისი ისტორიის კითხვისას უფრო გრძნობ ცხოვრების ამაოებას. ყველაფერი მეორდება. ყველა ტკივილი გაივლის. გავა დრო და შეიზლება მადლიერიც კი დარჩე იმისათვის, რომ ზურგი გაქცია. ასეა. სიმშვიდეს გისურვებ.
8. გამიჭირდება :((( გამიჭირდება :(((
7. ოხ ეს უდროობა რა დაგაკლდი არა? ტირილიც ნიჭია.სიგიჟემდე სიყვარულიც.პატიებაც.თურმე პატიებაა ყველაზე რთული.და რაც მეტი დრო გავა თავად მიხვდები,რომ აღარ გინდა მისიანი გახდე.აღარც არაფერი.აღარც აპატიებ და აღარც მისი ფiqრებით სუნთქავ.)))))))) ოხ ეს უდროობა რა დაგაკლდი არა? ტირილიც ნიჭია.სიგიჟემდე სიყვარულიც.პატიებაც.თურმე პატიებაა ყველაზე რთული.და რაც მეტი დრო გავა თავად მიხვდები,რომ აღარ გინდა მისიანი გახდე.აღარც არაფერი.აღარც აპატიებ და აღარც მისი ფiqრებით სუნთქავ.))))))))
6. შენ თუ მიშველი , თუ არა ჩავრჩი და ... თევზები დამეხოცება მარტო :((( შენ თუ მიშველი , თუ არა ჩავრჩი და ... თევზები დამეხოცება მარტო :(((
5. Mარიიიი დამეწვა ჯიგარიDDDD მოვდივარ საშველად))))) Iქნება აბა არა? Mარიიიი დამეწვა ჯიგარიDDDD მოვდივარ საშველად))))) Iქნება აბა არა?
3. ოჰოოოოოოოოო მარი აღარ ხუმრობს :* ოჰოოოოოოოოო მარი აღარ ხუმრობს :*
1. ანი-დან ჰაემდე ჩემი ხარ. . . <3 ანი-დან ჰაემდე ჩემი ხარ. . . <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|