ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2014


ლექსი

შენ დგახარ.შენი ჩრდილი ასფალტზე წევს და მე მას ვუყურებ.
თვალები არ აქვს ჩრდილს,არც სიგარეტიანი ხელი ჩანს,რაღაცნაირად წევს სასაცილოდ...

შენ ამბობ რომ ცხელა და მდინარეზე ხო არ წავსულიყავით.
მე ვამბობ-ჰო.
შენი ჩრდილი რაღაცნაირად ქანაობს და შენ ამბობ,რომ მდინარეზე გეზარება წასვლა
და ერთად ხო არ დაგვეძინა.
მე ვამბობ-ჰო.
და ვფიქრობ -რატომ არ იცი
შუადღის ძილი რომ არ მიყვარს.
შენ ამბობ:"მაყუთს"რომ იშოვი მე და შენ სადმე შორს "მოვხევთ"და "საკაიფოდ"დავისვენებთ.
მე ვამბობ-ჰო.

წუხელ სიზმარში ლექსი დავწერე,მთელი ეს წუთები იმ ლექსს ვიხსენებ,გაღვიძება დამეზარა-ჩამეწერა.

ჰოდა,ახლა რაზე ვფიქრობ რომ გითხრა,შენ მიპასუხებ,რომ
-მარტო ხო დავფრინავ,
ახლა ლექსებთან ერთად უფრო მაღლა გავფრინდები...
და გაგეცინება.

და მე ვიფიქრებ თუ როგორ წყალივით მჭირდება ერთი სიტყვის სწავლა
-არა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები