ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 ივლისი, 2014


მონიტორზე დიდი ტექსტის კითხვა თვალების დაუღლელად

                 
აქ ბევრს ჩივიან რომ პროზის კითხვა ეკრანზე უჭირთ.  არა  მარტო პროზის ალბათ...

ამიტომ ვინც ამის გამო ვერ კითხულობს, იმათთვის  დავტოვებ აქ გაკვეთილს,  ვისაც ჭირდება იმან გამოიყენოს,

ვინც იცის ”გადაახტეს” და არ შეიმჩნიოს.  ეს გაკვეთილი შედგენილია WORD 2010 -სთვის,

მაგრამ ყველა თაობის WORD-ს ერგება.

                                             
მონიტორზე კითხვის რეჟიმისთვის ყველაზე კარგია, - ლურჯი ფონი და თეთრი ასოები (ანუ სიმბოლოები).


ურაკპარაკიდან ვორდში გატანილი ტექსტი ჩარჩოშია ჩასმული. ამიტომ ჩარჩოდან უნდა ამოიღოთ და ისე შეინახოთ.

როგორ? - მთლიანად მონიშნეთ, დააკოპირეთ და ახალ ფურცელზე ჩასმისას  მაუსის მარჯვენა ღილაკზე დააჭირეთ, ჩამოშლილებში  ამოარჩიეთ  "Past Options "  და  დააჭირეთ საქაღალდეზე დახატულ A -ს. 

ასე მიიღებთ ფურცელზე ტექსტს ჩარჩოს გარეშე. :)


ახლა, რაკი თქვენთვის სასურველი ტექსტი დავაკოპირეთ და ვორდის ფაილში გვაქვს უნდა დაარქვათ სახელი და ”დაასეივოთ” -

ეს ხომ იცით ? - იცით... თუ არ იცით და აქ დაწერეთ და  გასწავლით. :)


                                    ახლა გაშალეთ წასაკითხი ან სამუშაო ტექსტი და შევუდგეთ ”მორგებას”. 


ვორდში ამოარჩიეთ  Page Layout ,    მარცხნიდან მეოთხეა , როგორც კი გაიხსნება,  მესამე  განყოფილებაში არის სხვა ფერის /ჩემთან მოცისფროა/  კუთხეჩაკეცილი  ფურცელი რომელსაც აწერია Page Color.

ჩამოშალეთ და ამოარჩიეთ მუქი ლურჯი ფერი.

ახლა თქვენ გაქვთ ლურჯ ფურცელზე შესრულებული ტექსტი შავი ასოებით /სიმბოლოებით/.

              ჩვენი ამოცანაა ეს ასოები გავხადოთ თეთრი.

ეს უნდა მოხდეს შემდეგნაირად:

ვორდის ფაილის სულ ზემოთ მარცხნივ არის Home,  შედით იქ,  შემდეგ სექციაში Font მოძებნეთ  A (დაბლა შავი ხაზი რომ აქვს გასმული ) მის გვერდით,  პაწაწინა ჩამოსაშლელი სამკუთხა ღილაკია, რომელიც შრიფტის  ფერებს  ემსახურება, ეგ ჩამოშალეთ  და ამოარჩიეთ თეთრი ფერი.  როგორც კი დააჭერთ თეთრს, მაშინვე გამოჩნდება ლურჯ  ფონზე  თეთრი ტექსტი. 


მაშინვე იგრძნობთ როგორ მოგეხსნებათ თვალებზე დაძაბულობა და გონება განთავისუფლდება ზედმეტი ტვირთისგან.


მაგრამ ეს ჯერ არ არის კომფორტიიიი... :)

დაახსომეთ ”დაასეივეთ” ეს ცვლილებები და გადავიდეთ ბრძანებაში View.

მარცხნიდან მეორე,  გადაშლილი წიგნის ნახატია  და აწერია Full Screen Reading. 

ჩართეთ ეს ოფცია.

თქვენი ეკრანი გაიყოფა ორად და მთელ ეკრანზე გაიშლება წასაკითხი ტექსტი ლურჯ ფონზე თეთრი ასოებით /სიმბოლოებით/. 

მარცხნივ და მარჯვნივ, - ფურცლების ”გადასაშლელი” ისრებია. ასევე ჩანს აუცილებელი ბრძანებები ზედა მარცხენა  კუთხეში:

კომენტარის დასმა- საქაღალდეს სახით,  მონიშვნა, ძებნა და ასე შემდეგ...  მაგრამ მარჯვენა ზედა კუთხეში სრულიად  არაჩვეულებრივი ბრძანებებია, შეხედეთ აი აქ:

View Options:  ორი ფურცელი გვერდისგვერდაა და ქვეშ კიდევ მესამე აქვს მიხატული...

ჩამოშალეთ  და  ამოარჩიეთ, ორგვერდიანი კითხვა გინდათ, თუ ერთ გვერდიანი... თუ წერის სურვილმა შემოგიტიათ, აქვე ჩართეთ Allow Typing  და გაბედნიერდით.  შეგიძლიათ პირდაპირ გაზარდოთ და შეამციროთ შრიფტის ზომა...  ჩაასწოროთ Track Changes - ით  /ჩართეთ/  თქვენი ნაწერი და  ყველაფერი მოიმოქმედოთ რაც ფურცელზე წერისას.  გადახაზოთ,  ახალი ჩააწეროთ, ძველი დააბრუნოთ და ასე შემდეგ.

წერეთ, იკითხეთ, დაარედაქტირეთ, დააკომენტარეთ და იმუშავეთ თვალების და გონების დაუღლელად.

თუ ყველაფერი მოგბეზრდებათ, დაახსომეთ ნაშრომი და X -ით დახურეთ.

ეგ არის და ეგ. 

იქნებ ზოგიერთებმა მადლობაც არ დაიშუროთ.... (კეთილი ღიმილაკი)

პატივისცემით,  მე ! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები