ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2014


წყალწაღებული



როდესაც დამრჩა პური და წყალი,
ვირჩიე წყალი,
რადგანაც  ჩვენი კიდურები ისე დახავსდა,
ვიფიქრე ასე: თუ წაგვლეკა მოვეჭიდებით.

გაღმით შენა და
მე გამოღმით.
შუაში – პური.

როდესაც დამრჩა ღვინო და წყალი,
ვირჩიე წყალი,
რადგან  ვადაში გადავტყდით და არ დაიმჩნია,
ვიფიქრე ასე, რომ ჩვენს ამბავს, სხვა ვერ გაიგებს...

გაღმით შენა და
მე გამოღმით.
შუაში ღვინო.

ბოლოდ დამრჩა –
არა პური, არა ღვინო, არა წყალი,
მხოლოდ მარილი...

გაღმით შენა და
მე გამოღმით –

გამო
(ვ)
ხმით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები