| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პოეზია 10 ივლისი, 2014 |
- რა დავხატოთ? - დამიხატე მზე! - იოლია, შემოვავლოთ წრე. ჯერ სხივები, ახლა თვალიც გავუკეთოთ! - ორი თვალი? - არა, მზეზე ვინ თქვა ორთვალა? - ცხრათვალა მზე? ბებო, მითხარ, მზეს თვალები, ვინ დაუთვალა? - ალბათ ღმერთმა. - აბა, ახლა რა დავხატოთ?! - მთვარე - ნამგალა! - მერე თვალი? - სად მთვარე და სად თვალები, ღამე დადის, ხან მთვრალია, ხან ნამთვრალევი. - ესე იგი მამიკოა? მალე მოვა სახლში? - ბოლო თეთრსაც რომ წააგებს კაზინოში ალბათ მაშინ. - ახლა ვარსკვლავიც დავხატოთ? - როგორც რომ შენ, შუქთა მფენი, თუმცა ციცქნა! - მამა მთვარე, დედიკო მზე, მე ვარსკვლავი? - ხო ასეა, გახსოვს ერთხელ სიზმარას რა დაესიზმრა? - ხო, ეს მზეო, ეს მთვარეო, ეს ვარსკვლავი ყველას ერთად გადახვია მკლავი. - ხოდა ვხატავთ, ცაზე ვარსკვლავები ჩნდება! - დედა როდის დაბრუნდება? - ალბათ მალე, საჩუქრები ხო დაგპირდა? - არა, ბებო, დედა მინდა, - ჩვენთან ახლა რო ღამეა, მზე გარეთა! - სხვას უნათებს? - უცხო მხარეს სხვა ვარსკვლავებს ეფერება უცხო ცაზე! - ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. შენ რა გითხრა ლევან, რამხელა სევდა, რა უბრალოდ და ლამაზად დახატე. შენ რა გითხრა ლევან, რამხელა სევდა, რა უბრალოდ და ლამაზად დახატე.
9. შენეულად, მოკლედ, ლამაზად, გულში ჩამწვდომად. შენეულად, მოკლედ, ლამაზად, გულში ჩამწვდომად.
8. ლორია...:-* მზე, მთვარე და ვარსკვლავები ხარ შენ...:) ლორია...:-* მზე, მთვარე და ვარსკვლავები ხარ შენ...:)
6. - ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე...
გაიხარე, ლევან, გულიანო და ნიჭიერო კაცო! 5555555555 - ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე...
გაიხარე, ლევან, გულიანო და ნიჭიერო კაცო! 5555555555
5. რთულია გადმოვცე რა მიყო ფინალმა.
მონატრებას და მოკითხვას გიგზავნი, ლევან. რთულია გადმოვცე რა მიყო ფინალმა.
მონატრებას და მოკითხვას გიგზავნი, ლევან.
4. ძალიან თბილია ლევან!5+++ ძალიან თბილია ლევან!5+++
2. კარგი იქნებოდა რომ იყოს აქ ჟანრი "მინიატურა" :/ კარგი იქნებოდა რომ იყოს აქ ჟანრი "მინიატურა" :/
1. ვაიმე, რა ლამაზი სიტყვებია - სხვას უნათებს? - უცხო მხარეს სხვა ვარსკვლავებს ეფერება უცხო ცაზე! - ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე... ვაიმე, რა ლამაზი სიტყვებია - სხვას უნათებს? - უცხო მხარეს სხვა ვარსკვლავებს ეფერება უცხო ცაზე! - ცრემლი რატომ სცვივათ ხატებს? ბებო, დედა დამიხატე...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|