ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბიძია სემი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2014


რაღაც-რაღაცები (სხვადასხვა)

ქუჩებში რკინის ჯვრებს რომ დგამენ, ნათურებიანს
და ნელ-ნელა რომ უფუჭდება განათებები,
ასე მაქვს რწმენაც...

***
ყველა ათეისტს მოვუძებნი გულში ბიბლიას -
გავიფიქრე და გავაგრძელე შენთან კამათი...

***
მე საფეთქლებზე შეგეხები ნაჩვევი ცერით,
ბრაილის შრიფტით წავიკითხავ შენს უთქმელ სიტყვებს...

***
ჩიტი, რომელსაც კვირაა ვუვლი,
(კვირას - რომელსაც ამდენ ხანს ითვლის)
გაივლის კვირა და ჩემი გული
დარჩება როგორც დაჭრილი ჩიტი...

***

შენდამი შემრჩა გრძნობა როჩორც გათხოვილს გერი,
რომ გიყვარს მაგრამ მის გარეშე უკეთესია...

***
გაივლის წლები, არ ვიცი რა ვთქვა,
ასე ხდებოდა ოდით და ოდეს,
შენ შეიძლება ბავშვი დამარქვა,
მოტყუებული კი არასოდეს!

***
მგონია (როცა არაფერი არ ხდება ირგვლივ),
მოდიხარ ჩემთან და ყოველ დღე ხის ჯვარზე მაკრავ,
კაცი ვარ, ხოდა ვერ ვამბობ, რომ ბავშვივით მიჭირს,
როცა ჩვენს სულში გამანძილდა ამდენი აკრი.

მარტია გარეთ, შემოაკლდა თბილისსაც სითბო,
მოკვდე სიცივით, გაზაფხულზე, ესეც ბედია
და როგორ გვინდა ერთმანეთის სხეულში ვიყოთ,
როცა ჩვენ ჩვენი სულებიც ვერ გვიტარებია.

***
ნი.
მე ახლა ვწევარ პაპაჩემის ნადურგლარ ტახტზე,
უძილობაა, რომ გვაერთებს გიჟსა და ჭკვიანს
და როგორ მინდა დავიძინო - თავს ზემოთ ავხტე.
შენი გულივით ბაგიბუგობს საწოლის ჭია.
ნი, ხომ გითხარი გავფრინდებით, სადღაც იქით შორს,
შავი ფრინველიც დავუტოვეთ ვიღაც მესამეს
და მე ვიხსენებ შერეკილებს და მის რეჟისორს,
მხოლოდ და მხოლოდ ვერბალურად მონათესავეს.

ნი, ხომ გითხარი გავრინდებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს