ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2014


***

მე ახლა მივხვდი,
ამ ასაკში,
ოცდამეექვსე წელს
ჩემი გამოჩენიდან,
რომ სულს კარი აქვს.
და ჩემი ცნობიერების
ამოქმედების დღიდან,
ვიდრე აქამდე,
მხოლოდ გარედან,
თუ ვისწავლე შეღება მისი.
ჩემი გამოჩენიდან
ოცდამეექვსე წელს,
იმასაც მივხდი,
რამდენიც გინდა
მოაგროვო წლები,
გათელო მიწა,
გინდ შეიძინო სიმდიდრე
და არც არაფერი გამოგაკლდეს
შენაძენიდან,
ბედნიერება
სხვაგანაა საძიებელი.
და თუკი მკითხავ
სადაა ბედნიერება,
მე გიპასუხებ:
დამიკაკუნე სულის კარზე,
და დაელოდე.
თუ გაიღება კარი შიგნიდან,
ეს ნიშანია-
საკუთარ სულში აღმოჩენილი
ბედნიერების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები