ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2014


***

***
სინაზე მზის და დარაიების
სხივოსან ჩრდილთა სამაიები.

გზა ამაღლების და დრო ამურის
ფიქრში მუსიკა წყაროსწყალური.

ლოცვა ალუბლის და კვიპაროსის
ასკილის ჭრელი ტანისამოსი.

გულიდან გულში ნაკამკამარი
სიტყვა-წამალი და რა წამალი.

ღრუბლები როგორც ფურცლები სანთლის
გაუხუნარი ბროლი და სათი.…

ხმები-ღვთიური გამოცანები
და სევდა დიდი სალოცავების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები