| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 13 ივლისი, 2014 |
მოგესალმებით, მე კომენტატორის ბიძაშვილი ვარ და სანამ ის პატარა საქმეს მორჩება, გეტყვით, რომ ეს არის სამხრეთ აფრიკა. 2010 წლის 11 ივლისი. იოჰანესბურგის მართლაც რომ მშვენიერი „სოკერსიტის” სტადიონი. აქ ოფიციალურად თერთმეტი ენა ითვლება სახელმწიფო ენად. აქ პოლიტიკოსებს შორის შეხვდებით ტომის ბელადებს, რაბინებს, რეგბისტებს და ემიგრაციიდან დაბრუნებულ რევოლუციონერებს. აქ ერთ ქუჩაზე მუშაობენ ტრადიციული ექიმბაშები და საბირჟო ბროკერები. აქ ერთმანეთის გვერდით დგას ქოხმახები და ფეშენებელური სრა-სასახლეები. აქ შეიძლება სასტუმროში იყო და უცებ ცხვარმა შემოყოს თავი და მერე ლომი შემოყვეს. აქ 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში, იყო დაკანონებული აპარტეიდი - მოსახლეობის დაყოფა კანის ფერების მიხედვით. აქ მდინარეებს ძალიან ლამაზი სახელები აქვთ: ორანჟი და ლიმპოპო - მითუმეტეს... რა შუაში იყოო, სად დადიხარ, სად დააბოტებო – ეს რედაქტორი მეუბნება. შუაში იოჰანესბურგია, ვეუბნები... და ვიტყვი სადაც ვარ: გაუტენგის პროვინციაში ვარ ახლა, პროვინცია უძახე და მის მთავარ ქალაქში, იოჰანესბურგში სამ მილიონზე მეტი მაცხოვრებელია. თვითონ ქალაქი ლამის ათას შვიდას მეტრ სიმაღლეზეა, როგორც ჩვენი ბაკურიანი, განსხვავება ის არის: ბაკურიანში ვერსად ნახა ალმასს, აქ კი შეიძლება ბარი დაარჭო და უცებ კვერცხის ოდენა ალმასმა ამოჰყოს თავი, ჩვენთან კი მხოლოდ და მხოლოდ კარტოფილი, ისიც იმ შემთხვევაში, წინაწარ დათესილი თუ გაქვს. ასეა რასაც დათესავ, იმას ამოთხრი, ოღონდ სამხრეთ აფრიკაში არა. სამაგიეროდ აქ კოხტაგორა არ არის და თოვლიც არ მოდის, ხუთ წელიწადში შეიძლება ერთხელ, ჰა-ჰა ორჯერ. ახლა მთელი მსოფლიოს ექვსი მილიარდი წყვილი თვალი აქეთკენაა მოპყრობილი, საერთოდ კი წელს, ივნისში 6 მილიარდ 825 მილიონი ადამიანი იყო დედამიწაზე, ივლისამდე კიდე ვინ იცის რამდენი დაიბადა, მაგრამ ყველას ვინც დაიბადა ხო ფეხბურთი არ უყვარს, ზოგსაც სერიალები მოწონს და იქაც ცოლი ქმარს აჩმორებს, და ფეხბურთს არ აყურებინებს. მერე კაცი წავა, ჯერ ტოტალიზატორში, იქ ფულს წააგებს, მერე ნაღვლიან გულზე საყვარელთან წავა და წავა და წავა. ასე მომხდარა თბილისში, კაცი მეორე სართულზე ცხოვრობდა, საყვარელი კი მესამეზე. მოკლედ, არ აყურებინებს ქალი კაცს ფეხბურთს. არადა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფები დამთავრდა და მერვედფინალებია უკვე - სისხლის ღვრა, დედა შვილს რო არ აიყვანს ხელში, ისეთი ამბავია და რა ქნას კაცმა და მოიფიქრა, ვითომ წავიდა მივლინებაში და სინამდვილეში მესამე სართულზე „გამოიჭიმა“ საყვარელთან. თან ლოგინში კი არა სავარძელში, პლაზმური ტელევზორიდან სამ მეტრში - ოპტიმალური მანძილია. იმას კიდე, ქალს, სულ ეკიდა კაცი ფეხბურთს უყურებდა თუ მულტფილმებს, მთავარი იყო კაცი მასთან ყოფილიყო და მას ეყურებინა მისთვი: ხან პირდაპირ, ხან ქვემოდან ხანაც ზემოდან, თუმცა როგორც ამობენ სამყაროში ზევით ქვევით არ არსებობს. მეორე საღამოს, შესვენებაზე (მატჩის რა თქმა უნდა) საყვარელმა სთხოვა, ნაგავი გადაყარეო. ისიც კაი ტიპი რა, არ იცის რომ ნაგავი ღამე სახლიდან არ უნდა გაიტანო – წესია ასეთი. ადგა კაცი საწოლიდან, შემოიცვა საყვარლის თუ რა ვიცი რა ქვია, ყვავილებიანი, ფუშფუშა ხალათი, დაავლო ხელი ვედროს და გავიდა... გადაყარა, აუყვა კიბეს, დარეკა ზარი, გაიღო კარი და... ცოლი არ შერჩა ხელში თუ თვალში? თურმე, სართული არევია. იქ ამბავი ატყდა, მტრისას... ამიტომ ოთხ წელიწადში ერთხელ ცოლებო: გიყვარდეთ ქმრები და ფეხბურთი. აქ ყურში რედაქტორი მეუბნება (თბილისიდან) კიდე ნუ გადაუხვიეო, მერე რა, აქ არა ვარ? ისევ გადმოვუხვევ, აი ფეხბურთელები გასახდელის წინ გამწკვირვებულან, ქვემოთ კი პრესის ლოჟის დაბლა ჩოჩქოლია, ვხედავ ვიღაც გადმოხტა აღმოსავლეთ ტრიბუნიდან და ცენტრალური ტრიბუნის გამოსასვლელისკენ მიჰქრის თითქოს ავსტრიელი ნიკი ლაუდა იყოს, ფორმულა-1 –ის სამგზის ჩემპიონი და ავიაკომპანია „ლაუდ-ეარის” დამაარსებელი. მგონია ოქროს თასის აწაპნვას ლამობს. ლამობს თუ ლომობს ეს არ ვიცი, ის ლამი არ გეგონოთ, შესანიშნავი ფეხბურთელი, გერმანიის მთელი მარჯვენა ფრთა ხელში ეკავა და ლამის დაფრინავდა, ბალაკის არ ყოფნაში კაპიტნობაც მიიღო, „ზვანია” მოიმატა რა, მერე ისე გაუტკბა, ერთ ინტერვიუში უთქვამს, ვითომ რატო უნდა იყოს ბალაკი კაპიტანი, მე ვისზე ნაკლები ვარო. ამაზე ბალაკს უთქვამს, მე კი კოჭი მტკივა, მოედანზე რომ დავბრუნდები, „ახტა კოჭი, დახტა კოჭი” არ მათქმევინოთ, მაინც კაპიტანი ვარ და ეს ამბავი იოაჰიმმა, - ლიოვმა რა, გადაწყვიტოსო. მაგრამ ახლა ვინც ფიფას თასის თუ ოქროს აწაპვნას ლამობდა, უკვე დაიჭირეს და ხელში ატაცებული მიჰყავთ, თითქოს და უკვე გამარჯვებული გუნდის მთავარი მწვრთვნელი იყოს: ულვაშა ვისენტე დელ ბოსკე ან უულვაშო ბერტ ვან მარვიიკი. ერთი ესაა ცაში არ უბურთავებიათ, ხელში ატაცებული კი მიყავთ. ოქროს თასი უნდოდა, ასე სად არის მეც ბევრი რამე მინდა – ეგრე სად არის?! ხელში ქუდი უჭირავს. რატო ეჭირა, ა, გასაგებია, ალბათ იქ, რომელიმე ძმაკაცს უთხრა, მე ფიფას თასს ქუდს დავახურავ, მერე გვერდით დავდგები, შენ კი მასთან სურათი გადამიღე, მერე „ფეის ბუკზე” დავდებ შეყვარებული ნახავს და პრესტიჟი ამეწევა და რამე, ასე სად არის სურათი თუ გინდა ატელიეში მიდი, ადრე ეწერა ასე ფოტო-ატელიე, მერე მიდი ფლეშკით კომპში გადაიტანე, იქ კიდე ფოტოშოპი და მისი ჯანი, ხუთ წუთში გინდა ფიფას თასთან გადაიღებ სურათს, გინდაც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზავეტ მეორესთან. ინგლისი გავიხსენო?! წინა საუკუნის, ანუ მეოცეს სამოცდაექვსში ვიღაცამ რომ ძველი ნიკეს თასი, მერე რო ჟიულ-რიმეს დაარქვეს, მოიპარა. მერე რო ჩაისვარა და ცელოფანის პარკში ჩადო და კულტურის პარკში დადო. 7 დღე ეძებეს, არაფერი. მერე ძაღლმა „პიკლზმა” იპოვა, რა პოპულარული ძაღლო გახდა, მთელი მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზე სულ ის. ლამის სერობა მიანიჭეს. სერ პიკლზ, როგორია – მერე რა რომ ძაღლია. სამაგიწეროდ ნაციას სირცხვილი მოსწმინდა. ჰეი გიდი ბიჭო, ერთი მომღერალი რომ ყავთ, ცოტა იმნაირი, ჯერ რომ ცოლი მოიყვანა და მერე გათხოვდა, ის უნდა იყოს „სერ”-ი? რედაქტორი კიდე მიბრაზდება, ხო კარგი ხო მოვრჩი. ეს თასი მერე ბრაზილიამ სახლში წაიღო, სამოცდაათში, მექსიკაში მესამედ აიღო. პელე ჰყავათ მაშინ, თან მაგრები იყვენენ და ეკუთვნოდათ. მერე 83-ში ბრაზილიაშიც მოიპარეს, აქეთ ეცნენ, იქეთ ეცნენ ვერ იპოვეს, ახლაც ვერ უპოვიათ, ამბობენ გადაადნესო, ეხუმრები კილო რვაასი ოქრო, იცი რამდენია ფულზე – ბევრი, ჰოდა ახლა ბრაზილიაში იმის ასლი აქვთ... მოკლედ ეს თასი ადგილზეა, საღსამალათი. ფიფას თასი, ყველა ფეხბურთელის საოცნებო და სასურველი. თუ გატანებაზეა და გერმანიას (74-90), არგენტინას (78-86), იტალიას (82-2006) და ბრაზილიას (94-2002) ორ-ორჯერ აქვთ უკვე, ზუსტად არ ვიცი ატანენ თუ არა სახლში სამუდამო მესამედ გამარჯვებულს, მაგრამ წელს რომ ვერ წაიღებს ვერავინ, ამას წყალი არ გაუვა: დღეს ფინალია და ერთმანეთს ხვდებიან გუნდები, რომლებსაც არც ნიკეს, იგივე ჟიულ რიმეს და არც ეს ფიფას თასი არ აუღიათ არასდროს. ანუ დღეს საფეხბურთი სამყაროს ახალი ბრძანებელი მოევლინება ოთხი წლით, ან ესპანეთი – იგივე „ფურია როხა”, ან ჰოლანდია, იგივე „მფრინავი ჰოლანდიელები”... აი ბურთიც გამოჩნდა, ოქროს ფერებში გადაწყვეტილი, ადიდასის ჯობულანი, თურმე სახელი იოჰანესბურგის მეტსახელიდან, ჯობურგიდან მოდის, სახელის ალიტერაციაა რა. ოქროსფერიც იქედან, რომ იოჰანესბურგს ოქროს ქალაქსაც ეძახიან. რვა სფერული პანელი, გაუმჯობესებული აეროდინამიკა, არაპროგნოზირებადი ტრაქტორიით. საინტერესოა ოთხი წლის შემდეგ ბრაზილიაში ბურთს რას დაარქმევენ, ის კი ნაღდია, ალბათ ის ბურთი სამბას იცეკვებს მარა ვის ნაკრებს ეცეკვება და ვინ იქნება ფინალში ოთხი წლის შემდეგ, უფალმა იცის... ახლა კი ორი პრეზიდენტი. ერთი ჯეიკობ ზუმა, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ზულუსების ტომის შთამომავალი, რომელსაც ხუთი ოფიციალური ცოლი ჰყავს და ნელსონ მანდელას ციხეში წერა-კითხვა უსწავლებია, და ფიფას პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი, რომელიც სამი წელი თამაშობდა ფეხბურთს შვეცარიის ერთ-ერთ სამოყვარულო გუნდში ესალმებიან ფინალისტებს. ჰიმნების დროც დადგა. წარმომოდგენია რა ცახცახი აქვს ახლა ესპანელებისა და ჰოლანდიელების გულებს. პატარ საქმეა, სადღაც ამ ბნელი, გადაყრუებული სამყაროს ერთ კუნჭულში არის უმშვენიერესი პლანეტა დედამიწა, ხოდა ამ პლანეტის ორ უძლიერეს გუნდს შორის ერთი შენი ქვეყანაა, წარმომიდგენია რამდენი ტირის ახლა, სიხარულით და სიამაყით აღვარღვარებს ცრემლებს, თითქოს და ხახვი გაერჩიოს, წყალში არ ამოევლოს და ისე ჭრიდეს... ეს ბიჭები დგანან და საკუთარი ქვეყნის ჰიმნს მღერიან; უცებ 20 იანვარს, 1961 წელს. ჯონ ფიცჯერალდ კენედის სიტყვები მახსენდება, საკუთარ ინაუგურაციაზე რომ წარმოთქვა: „ნუ იკითხავთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის; იკითხეთ, რა შეგიძლიათ აკეთოთ ქვეყნისათვის”. ამ ბიჭებმა საკუთარი ქვეყანა ასახელეს და სხვა თუ არაფერი, ის მაინც აიძულეს, მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ასემენინებენ საკუთარი ქვეყნის ჰიმნს. ეჰ, ჯონ, როგორ ილიასავით მოგკლეს, ამით ხო მაინც ვგევართ ამერიკას. მაგრამ შენ ისიც არ გათქმევინეს, არ მესროლოთ, ჯონ ფცჯერალდი ვარო. რა მაგარი იქმნებოდა ახლა საქართველოს ჰიმნი რომ ჟღერდეს. აი მაშინ ნახე შენ სიამაყე და ინვესტიციები. მოდი, ამათმა საკუთარ ჰიმნებს უსმინონ, მე კი ჩემს ჰიმნს ვიმღერებ, ფიფას თასს გავაგონებ, იქნებ და რა იცი მოეწონოს და ოთხი წლის მერე ბრაზილიაში სურვილი გამოთქვას, მე მინდა ფინალში საქართველოს ჰიმნის მოსმენაო. მოკლედ ფეხზე ვდგები და მეც ვმღერივარ: „ჩემი ხატია სამშობლო...” სხვა ქვეყნის კომენტატორები გაკვირებული მიყურებენ, ისინიც წამოდგნენ, ამათაც ხო ვასმენინე ჩვენი ჰიმნი... რედაქტორი ვერაფერს ვერ მეუბნება. ჰიმნებიც მორჩა, ზოგმა იტირა, ზოგმა გაიცინა, ზოგმა იმღერა, ზოგმა არ იმღერა, დავიწყოთ ესპანეთი: კასილასი, რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, პედრო, ჩავი (თუ ჰავი), ინიესტა, ვილია. ჰოლანდია: სტეკელენბერგი, ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი, ვან ბომელი, დე იონგი, რობენი, სნეიდერი, კუიტი, ვან პერსი. ოცდაორი ფეხბედნიერი, ნუ თავბედნიერიც, როგორც ამბობს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი: „ფეხბურთს ფეხებით თამაშობენ, მაგრამ ტვინის გარეშე ვერავინ ვერაფერს მოიგებსო” ანუ გამოდის ტვინის გარეშე ფეხბურთელი ვერ გახდები. ესენი სტადიონზე, ახლა ტრიბუნები, ვისაც ფული ჰქონდა და ვინც ცოტა თუ ბევრად ცნობილია, ახლა აქ არის. ესპანეთის დედოფალი სოფია, მეფე ხუან კარლოსი ავადმყოფობის გამო ვერ ესწრება, სამაგიეროდ გუშინ მთელი საათი უსაუბრია დელ ბოსკესთან და წარმატება უსურვებია. აქ არის ნიდერლანდების პრინცი ვილემ ალექსანდრევი და პრინცესა მაქსიმა. შავი მარგალიტი ნაომი კემბელი, შეხედავ და მოდი და არ გიყვარდე ზანგები...… ბოლოს მთავარი მსაჯი – ჰოვარდ ვები, რომლის მეუღლესაც რომ გაუგია, ჩემმა ქმარმა ფინალი უნდა იმსაჯოსო, მეზობლისთვის გაუნდია, ეს ჩემი ქმარი სახლში ორ კინკილა ბაღანას ვერ უვლის და იქ ოცდაორი კაცი რაფერ უჯერებსო. ეს რომ მისტერ ჰოვარდს გაუგია, მეუღლისთვის შეუთვლია, ჩამოვალ და განახებ მე შენ ყვითელს, და კიდე ბევრს ილაპარაკებ და წითელიც მომაქვს და ვის როგორ ვუვლი, მაგაზეც დაგელაპარაკები ღამე ლოგინშიო... და ვუვუზელების ზუზუნი, რომელსაც ისე შევეჩვიეთ ეს დღეები, ასე გვგონია თუ სადმე ფეხბურთია აუცილებლად უნდა ახდეს ეს ხმა. დაწყებული პირველი მატჩიდან ამავე სტადიონზე მექსიკამ და სამხრეთ აფრიკამ ნიჩია რომ გააგორეს, სამხრეთ აფრიკის გოლკიპერი იტუმელენგ ხუნე უკმაყოფილო რომ დარჩენილა, თავი მექსიკაში მეგონა, იმათი გულშემატკივრები უფრო მეტს ხმაურობდნენ, ვიდრე ჩვენი ვუვუზელებიო, ხოდა იქიდან მოყოლებული თავი ფუტკრების სკაში გეგონება კაცს, თუმცა იცის უნდა ვთქვათ, რომ ვუვუზელების ზუზუნი ნამდვილად სჯობს ტყვიების ზუზუნს... … ინგლისელი ვებერის სასტვენის ხმა ოდნავღა ისმის ამ ფონზე და დაიწყო... დაიწყეს ჰოლანდიელმა ფეხბურთელებმა. დაძაბულობა იმდენად დიდია მეც ხორკლები მაყრის, აბა წარმოიდგინე რა დღეშია ცალკე მთელი ჰოლანდია, ცალკე მთელი ესპანეთი... არ ხალხია ეს კომენტატორები, რომ ვლაპარაკობ, ყურება მიჭირს, ალბათ იმასაც როგორ უჭირს ახლა, არადა ვეუბნებოდი, არ გინდა ეს ეგზოტიკური, რომელიღაც მუხლუხოს ბაჟე, ვჭამოთ ჩვენებური ქათმის, არ დაიჯერა, რომანტიკააო, ხო აძახა სულ ოცდაცამეტი... უი, მგონი ბრუნდება, ხოდა აწი ის გაგარძელებს, მე კი აგერ სავარძელში გადავჯდები და ამ გენიალური თამაშით დავტკბები...
სამი წერტილის შემდეგ: თამაში ესპანეთმა მოიგო, 116 წუთზე გატანილი ინიესტას გოლით... მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს, მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს, ესპანეთის ნაკრები...
2010 წელი, 11 ივლისი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ლ. ლორია შენ უთუოდ კომენტატორობა დაგშვენდებოდა და ო, რა რიგად დაგშვენდებოდა,
სამხრეთ აფრიკა 2010წლის 11 ივლისი. იოჰანესბურგის მართლაც, რომ მშვენიერი "სოკერსიტის" სტადიონი". ბაკურიანიო, შე დალოცვილო აქ რამ გაგახსენა, კარტოფილი ჰო კარგია მაგრამ შენ ბაკურიანის თოვლი გიჭამია, უჰ, რა გემრიელია იციან აფრიკელებმა, მაგრად მომეწონა : არ აყურებინებს ქალი კაცს ფეხბურთს. ვიზიარებ შენს სიყვარულს ფეხბურთთან.
ძალიან მომეწონა ! ლ. ლორია შენ უთუოდ კომენტატორობა დაგშვენდებოდა და ო, რა რიგად დაგშვენდებოდა,
სამხრეთ აფრიკა 2010წლის 11 ივლისი. იოჰანესბურგის მართლაც, რომ მშვენიერი "სოკერსიტის" სტადიონი". ბაკურიანიო, შე დალოცვილო აქ რამ გაგახსენა, კარტოფილი ჰო კარგია მაგრამ შენ ბაკურიანის თოვლი გიჭამია, უჰ, რა გემრიელია იციან აფრიკელებმა, მაგრად მომეწონა : არ აყურებინებს ქალი კაცს ფეხბურთს. ვიზიარებ შენს სიყვარულს ფეხბურთთან.
ძალიან მომეწონა !
3. ჩემს ძმას სალამი!... წაგიკითხავ აუცილებლად. ჩემს ძმას სალამი!... წაგიკითხავ აუცილებლად.
2. ოკლედ, არ აყურებინებს ქალი კაცს ფეხბურთს. არადა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფები დამთავრდა და მერვედფინალებია უკვე - სისხლის ღვრა, დედა შვილს რო არ აიყვანს ხელში, ისეთი ამბავია და რა ქნას კაცმა და მოიფიქრა, ვითომ წავიდა მივლინებაში და სინამდვილეში მესამე სართულზე „გამოიჭიმა“ საყვარელთან. თან ლოგინში კი არა სავარძელში, პლაზმური ტელევზორიდან სამ მეტრში - ოპტიმალური მანძილია. იმას კიდე, ქალს, სულ ეკიდა კაცი ფეხბურთს უყურებდა თუ მულტფილმებს, მთავარი იყო კაცი მასთან ყოფილიყო და მას ეყურებინა მისთვი: ხან პირდაპირ, ხან ქვემოდან ხანაც ზემოდან, თუმცა როგორც ამობენ სამყაროში ზევით ქვევით არ არსებობს. მეორე საღამოს, შესვენებაზე (მატჩის რა თქმა უნდა) საყვარელმა სთხოვა, ნაგავი გადაყარეო. ისიც კაი ტიპი რა, არ იცის რომ ნაგავი ღამე სახლიდან არ უნდა გაიტანო – წესია ასეთი. ადგა კაცი საწოლიდან, შემოიცვა საყვარლის თუ რა ვიცი რა ქვია, ყვავილებიანი, ფუშფუშა ხალათი, დაავლო ხელი ვედროს და გავიდა... გადაყარა, აუყვა კიბეს, დარეკა ზარი, გაიღო კარი და... ცოლი არ შერჩა ხელში თუ თვალში? თურმე, სართული არევია. იქ ამბავი ატყდა, მტრისას... ამიტომ ოთხ წელიწადში ერთხელ ცოლებო: გიყვარდეთ ქმრები და ფეხბურთი.
:D::DD:მოგიკითხე:D:დ;(დიდი ხანია არ მინახიხარ და::)
ძალიან მოეწონა არტეს:)+++++ ოკლედ, არ აყურებინებს ქალი კაცს ფეხბურთს. არადა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფები დამთავრდა და მერვედფინალებია უკვე - სისხლის ღვრა, დედა შვილს რო არ აიყვანს ხელში, ისეთი ამბავია და რა ქნას კაცმა და მოიფიქრა, ვითომ წავიდა მივლინებაში და სინამდვილეში მესამე სართულზე „გამოიჭიმა“ საყვარელთან. თან ლოგინში კი არა სავარძელში, პლაზმური ტელევზორიდან სამ მეტრში - ოპტიმალური მანძილია. იმას კიდე, ქალს, სულ ეკიდა კაცი ფეხბურთს უყურებდა თუ მულტფილმებს, მთავარი იყო კაცი მასთან ყოფილიყო და მას ეყურებინა მისთვი: ხან პირდაპირ, ხან ქვემოდან ხანაც ზემოდან, თუმცა როგორც ამობენ სამყაროში ზევით ქვევით არ არსებობს. მეორე საღამოს, შესვენებაზე (მატჩის რა თქმა უნდა) საყვარელმა სთხოვა, ნაგავი გადაყარეო. ისიც კაი ტიპი რა, არ იცის რომ ნაგავი ღამე სახლიდან არ უნდა გაიტანო – წესია ასეთი. ადგა კაცი საწოლიდან, შემოიცვა საყვარლის თუ რა ვიცი რა ქვია, ყვავილებიანი, ფუშფუშა ხალათი, დაავლო ხელი ვედროს და გავიდა... გადაყარა, აუყვა კიბეს, დარეკა ზარი, გაიღო კარი და... ცოლი არ შერჩა ხელში თუ თვალში? თურმე, სართული არევია. იქ ამბავი ატყდა, მტრისას... ამიტომ ოთხ წელიწადში ერთხელ ცოლებო: გიყვარდეთ ქმრები და ფეხბურთი.
:D::DD:მოგიკითხე:D:დ;(დიდი ხანია არ მინახიხარ და::)
ძალიან მოეწონა არტეს:)+++++
1. :)))
შენგან მართლა მაგარი კომენტატორი დადგებოდა :)
მარაკანულიც დაწერე რა, ლევან :)
:)))
შენგან მართლა მაგარი კომენტატორი დადგებოდა :)
მარაკანულიც დაწერე რა, ლევან :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|