ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2014


*** *** ***

შენ უარყავი ქალი, რომელმაც ერთგულება შემოგფიცა ხატის წინ.
შენ უარყავი ქალი, რომელმაც ურყევი რწმენით დაგიმტკიცა სიყვარული.
შენ უარყავი ქალი, რომლის ცხოვრებაშიც მთელი წიგნი იყავი.
შენ უარყავი ქალი, რომელმაც სითბო დანერგა შენში.
შენ უარყავი ქალი, რომელიც ვერ გახდა შენი შვილების დედა,
შენ უარყავი ქალი, რომელიც მზად იყო შეეწირა თავი.
შენ ეს ყველაფერი უარყავი იმიტომ, რომ:
შენ აირჩიე ქალი, რომელიც შეინიღბა ერთგულებით.
შენ აირჩიე ქალი, რომელმაც იცრუა საკურთხევლის წინაშე.
შენ აირჩიე ქალი, რომლის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ფურცელი იყავი.
შენ აირჩიე ქალი, რომელმაც სიცივეს მიგაჩვია.
შენ აირჩიე ქალი, რომელიც გახდა შენი შვილების დედა,
შენ აირჩიე ქალი, რომელმაც შეგწირა მსხვერპლად.
და როცა მიხვდი:
                    სამჯერ იყივლა მამალმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები