ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2014


*** (თმები გაუშლიათ ხეებს )

         
თმები გაუშლიათ ხეებს,
ფერები ლივლივებს ცაში,
ფხებივით ბასრია, მჭრელი.
ტოტებს ლავიწებად გაშლის
და ცას ნაჭერ–ნაჭერ კეცავს.
თმები გაუშლიათ ხეებს,
სუნი გაზაფხულის მეცა.
ისეთი დიდია სივრცე,
ცაა გიზგიზა თონე,
პურებს ობის სუნი ასდის
და მე არაფრის მქონე
და მე მარტოობის მცველი
ახლა უშენობას ვცელავ.
თმები გაუშლიათ ხეებს,
ბასრია სხივები დილის,
ფერები ლივლივებს ცაში
და ადნობს რიჟრაჟზე ირისს.
თმები გაუშლიათ ხეებს,
ფხებივით ბასრი და მჭრელი,
ცაში გიზგიზებს თონე,
მინდორში კვიცი ჭრელი,
მინდორში კვიცი ჭრელი...
აქ ობის სუნი აქვს პურებს,
აქ ობის სუნი აქვს პურებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები