ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2014


***

მიტოვებულ სახლთან რომ მგზავრი მივა,
შეჩერდება, მცირე ხნით შეისვენებს,
შეათვალიერებს,
შემდეგ ადგება,
მოიკიდებს თავის ზურგჩანთას
და წავა,ისიც მიატოვებს,
უკვე ისედაც მიტოვებულ სახლს...
ასე იყო შენი წასვლა, პირველი, მტკივნეული.
შემდეგ სხვები მოდიოდნენ და მიდიოდნენ
მგზავრებივით...
თუმცა შენი წასვლის შემდეგ,
აღარც მოსვლა გამიგია ვინმესი,
აღარც წასვლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები