ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2014


ვედრება ღვთისმშობლისადმი

ღვთისმშობელო - საქართველოს
მფარველო და იმედო,
იქნებ ჩვენთვის სიხარული
კვლავაც გამოიმეტო.
შენს მადლიან წილხვედრ მიწას
არ მოაკლო წყალობა,
გულში მუდამ ჩაესმოდეს
სიყვარულის გალობა.
ღვთისმშობელო, გაგვაღვიძე,
რწმენა გაგვიძლიერე,
თორემ ლამის წაგვიბილწეს
ხატი ივერიელებს.
მხოლოდ ამას გევედრები,
კვლავაც შენ გდებთ იმედებს,
ქართველთათვის სიხარული
კიდევ გამოიმეტე.


ღვთისმშობელო მარიამ...


დედაჩემი მენატრება,
გული მტკივა ძალიან,
არ ჩამიქრო კელაპტრები
ღვთისმშობელო მარიამ.
მსურს ვუძლებდე ტანჯვას ამდენს,
მფარავდე და მწყალობდე,
რომ ამქვეყნად სიკვდილამდე
სიყვარულით ვგალობდე.
რომ ვხედავდე ქართველობას
ლაღს და არა დარდიანს,
მისთვის მინდა მარტვილობა,
ეგ ჩემს გულსაც სწადია.
მთელი ქვეყნის ბედზე მლოცველს -
გული მტკივა ძალიან,
ივერია დამილოცე,
ღვთისმშობელო მარიამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები