ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიღაცა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 ივლისი, 2014


განცდის მარცვლები(მინიმები)

არ არის აუცილებელი მოკვდე, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობდე ..
-----------
როცა დედამიწა შხაპს იღებს და ორქლით ნისლავს არე-მარეს..
წვიმს ანუ ..

---------------------
რას ვერჩი მას?!

წესით არაფერს ..

მაგრამ რას დაგიდევ წესებს, როცა მისმა ბედნიერებამ ჩემი ბედნიერება თავისი გრძელი ფეხებითა და ქერა თმით დაასამარა.
-----------------


თუკი, ჯარედ ლეტოს რატომღაც 30 სჭირდება წამი მარსამდე.. მე მხოლოდ წამი მყოფნის შენი დანახვის, რომ სამოთხეში აღმოვჩნდე.
-რომელი უფრო შორია?!
-სამოთხე, რა თქმა უნდა ..

-----------------

ხანდახან მგონია, რომ ვზივარ საქანელაზე, რომელიც ძალიან მიყვარდა და ბევრიც მარწია, მერე კი გაჩერდა..

მე მაინც ჯიუტად ვზივარ და ველოდები როდის დაიწყებს მოძრაობას თავიდან..
მაგრამ ის უძრავია, ჩემსავით ..
---------------

ჩემგან ნაფერები წახვედი მასთან..

ვუყურებ თქვენს ურთიერთობას და ვხედავ, რომ ყველაფერი იგივეა ჩემს გარდა ..

როცა ზუსტად ისე გმზრუნველობს, როგორც მე, ნეტა გახსენდები მაგ წუთებში?
თუკი მისგანაც იმავეს იღებ რასაც ჩემგან იღებდი, მაშინ რატომ გადამირჩიე?
მხოლოდ იმიტომ რომ მას უფრძო გრძელი ფეხები და ქერა თმა აქვს? თუ იმიტომ, რომ ჩემზე წარმატებულია?

იყოს როგორც არის და იქნება კიდეც ..
აღარ მჭირდები ..

უბრალოდ, მტკივა რომ სხვა ცხოვრობს ჩემთვის შეგულებულ სახლში ..

იცხოვრეთ ..

ცუდს არ გისრვებთ, მაგრამ ვერც კარგს ....

არ ვარ ბოროტი, მტკივა და ეგაა ..
მე სხვას ვიპოვნი სახლს, რომლის კარს სიყვარულით გამიღებენ და ვიცხოვრებ იქ ..
------------------


ნეტა რა ჰქვია განცდას, რომელიც მეუფლება, როცა  ვხედავ:

როგორ ეფერები და გეფერება ..

როცა თავს ზუსტად ისე გადებს, როგორც მე და ხელს ზუსტად ისე ხვევ, როგორც მე მხვევდი ადრე ..

მკლავზე ისე გეხება, როგორც მე და ხელზე ისე ეფერები, როგორც მე და ..

ისე გეხმარება, როგორც მე და ისე გაჭმევს, როგორც მე ..
-----------

წადით თქვენ და  თქვენი ..!

რადგან ის ყოველთვის ამბობს "ჩვენ" და "ჩვენი" ...

ჰოდა, წადით თქვენ და თქვენი ...!
----------------------

რაც უნდა კრიტიკული ვიყო, მაინც მიწევს აღიარება, რომ ძალიან კარგი გოგოა ..

შენ გაგიმართლა .. ისევე როგორც მაშინ, მე რომ ამირჩიე .. მეც გამიმართლა ..

მერე უკვე მას გაუმართლა და შენც მეორეჯერ ..

მე მარტო დავრჩი ...

------------------------

ხშირი წვერის ტევრში განაბული შენი კისრის  ბორცვი, რომელიც განსაკუთრებით გაჩნდება მაშინ, როცა თავს უკან გადახრი :
როცა ფიქრობ, როცა ოცნებობ ან, როცა თვლემ ..

ვუმზერ მას და ტუჩებს ვიკვნეტ, რომ როგორმე კოცნისგან შევიკავო თავი ..

ჰოდა ერთ დღესაც ვხედავ, როგორც ეწაფება მას შენი საყვარელი ქალი ..
მე ისევ ვიკვნეტ ტუჩებს, ოღონდ ამჯერად ცრემლების შესაკავებლად ..

-------------------

ზაფხულის მზის მიერ ნაკოცნი შენი ტანი შემოდგომის  ბევრ ფერებში მეფერება ...

მერე ზამთრის მოვა სუსხი და უფრო მეტად ჩამიხუტებ ..

შენ ხომ მზე წამოიღე სხეულით ზაფხულიდან ... და არ გცივა ...
მეც მათბობ და ...

ამინდები მზიანი გვაქვს ჩვენ მიუხედავად კალენდრისა ...
--------------------

ჩვენს ერთადნამყოფ ყველა ადგილას, სადაც ის მიგყავს კოპებშეყრით გიყურებენ იქ მომუშავე ადამიანები და თითქოს და წინასწარ გაფრთხილებულივით გეკითხიან, სად არის ის პატარა გოგო ვისთან ერთადაც იყავითო წინათ?
მათ ვახსოვარ იმ მიზეზის გამო, რასაც ჩემი ბედნიერება ერქვა ყველა ნაკვთიდან რომ ანათებდა, როცა ვიყავით ერთად...

შენ ამ კითხვაზე უხერხულად იშმუშნები და მას პასუხობ, რომ ვიღაცაში აერიე..

თუმცა ის ხვდება, რომ იმ პატარა გოგოს აჩრდილი ყველგან დაგდევთ ..რადგან მის სახლში ცხოვრობთ ..

---------------

ჩემი ემოციები შენს დიეტაზეა ..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები