ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 ივლისი, 2014


მარიამს...


დილით, როდესაც თვალებს ვახელ,
ვაღებ სარკმელს და შენს ჰაერს ვსუნთქავ –
ქარის მოტანილს დასავლეთიდან.
ის ძველი ფოტოც ჩანთით დამაქვს,
სადაც ანგელოზივით გძინავს.
შენ ჰაერი ხარ, მარიამ!
არც ცხრა თვე მიტარებიხარ მუცლით,
არც იავნანა მიმღერია ძილის წინ,
მაგრამ არასდროს, არასდროს
მოგიშორებდი გულიდან…
შენ  ჰაერი ხარ, მარიამ!
ვჩურჩულებ შენს სახელს ლოცვისას.
თუმცა, უკვე იშვიათად, რადგან
ცოდვის მტვერი ადევს ჩემი ლოცვის წიგნს.
მე ვოცნებობდი შენნაირ შვილზე
მანამ, სანამ... სამი წერტილი...
წერტილი ტანჯვაა მარიამ!
აწმყო მაქვს რთული, არც წარსული
მქონდა იოლი.  ერთადერთი
სინათლე – ის რომ მიყვარდა.
ჩემი სიცოცხლე ახლა უფრო
არსებობას ჰგავს არსებობისთვის.
შენ ჰაერი ხარ, მარიამ!
ანგელოზი, ან უბრალოდ, სხვისი შვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები