ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 ივლისი, 2014


არაკი

        იყო ერთი კაცი, რომელიც მუდმივად ხიფათს პოულობდა. წავიდა ერთხელ ლაბირინთით და ბნელ ორმოში ჩავარდა.რამდენიმე წელი დაჰყო იქ. ორმოს ერთადერთი ხვრელი ჰქონდა, იმ ხვრელში გაძრომა დანაშაული იყო, ვინაიდან დაკანონებულ წესებს ეწინააღმდეგებოდა. კაცმა იფიქრა: მაინც განწირული ვარ და გავძვრები ამ ხვრელში, იქნებ ვერ შემამჩნიონო. გაძვრა კაცი ხვრელში დაიჭირეს და ჩააგდეს ისევ ორმოში. ადამიანთა უმრავლესობა  ორმოში ზემოდან ჩაიხედავდა, ახია შენზეო გულში იტყოდა, ხმამაღლა კი უი, უი, ეს რა მოგსვლია კაცოო და განაგრძობდნენ გზას.უფალმა მათ უგულისყურონი, სანახაობის მაყურებელნი, ტაკიმასხარანი და ბაქიები უწოდა; ზოგიერთნი ორმოში ჩაიხედავდნენ თოკს მოარბენინებდნენ მოსაჭიდებლად, შუა გზამდე რომ ამოვიდოდა კაცი, თოკს გადაუჭრიდნენ და ჩასძახებდნენ: სხვა რითი მოგეხმარო, იღბალი არა გქონიაო. მათ უფალმა ორგულნი, ავგულნი, მოღალატენი,ზნედაცემულნი და პირფერნი უწოდა; თითო-ოროლა ადამიანს, რომელმაც ორმოში ჩაგდებულ კაცს ხელი გაუწოდა, ამოიყვანა, გაასუფთავა, ლარივით სწორ გზაზე მეგზურად ეახლა  და ლაბირინთის გზა ჩაუხერგა, მხოლოდ მათ უწოდა უფალმა გულისხმიერნი, კეთილნი, ერთგულნი, ზნემაღალნი,კეთილსინდისიერნი, ძლიერი ადამიანები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები