| ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2014 |
როდესაც, ფილტვებს გამალებით აძალებ სუნთქვას, და მაჯებს მალავ, სისხლით რომ არ შეღებო მიწა, გინდა, რომ შენი ტკივილები არავის უთხრა, დგები და სიკვდილს,დამცინავად-დუელსი იწვევ,
ხვდები რომ აფრენ,უძილობით თვალები გეწვის, გულმა კი უკვე რახანია შეწყვიტა ფეთქვა, შენ ბორგავ როგორც შვილმოკლული,დაჭრილი მხეცი, ცისკენ გაფრენილ ოცნებებსაც მოუსწრო სეტყვამ,
და უკვე გრძნობ, რომ ცოტა ხანში უნდა დასრულდე, უნდა დამთავრდე როგორც ყველა ცუდი ზრაპარი, მაგრამ სივდილმაც ვერ დააფრთხო შენი წარსული, ისტორიას ხომ ვერაფერ ვერ გამოაპარებ!
ვერ დასრულდები,შენ თვითონვე ასე ინებე, რადგანაც სული ფურცლებს შორის ისე დამალე, კაცობრიობამ გაღიარა უკვდავ ქმნილებად, შენი ლექსები ვიღაცისთვის გახდა წამალი,
ხედავ,როგორი გულუბრყვილო გახდა სამყარო?! რომ შენ მასხარას-აქ პოეტის კვართი გაცვია?! ყველა სულელის სიკვდილი ხომ ამ აზრს ამყარებს, მაგრამ საფლავში,სიბნელეა და შენ გაციებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ცისკენ გაფრენილ ოცნებასაც მუსწრო სეტყვამ–ამოვარჩიე ცისკენ გაფრენილ ოცნებასაც მუსწრო სეტყვამ–ამოვარჩიე
3. ჩაგაცვა უნდა იყოს ალბათ ბოლო სტროფში.
აქ (ლიპოსთან) სიყალბე არასოდეს იგრძნობა და წარმოსახვაც ნამდვილ გრძნობებს მოსდევს მხოლოდ, მე ასე მგონია.
++ ჩაგაცვა უნდა იყოს ალბათ ბოლო სტროფში.
აქ (ლიპოსთან) სიყალბე არასოდეს იგრძნობა და წარმოსახვაც ნამდვილ გრძნობებს მოსდევს მხოლოდ, მე ასე მგონია.
++
2. გაცვა---ალბათ გაცვია იგულისხმება?
გკითხულობთ სულ სულ სულ...+2 გაცვა---ალბათ გაცვია იგულისხმება?
გკითხულობთ სულ სულ სულ...+2
|
|
მონაცემები არ არის |
|
|