| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 21 ივლისი, 2014 |
როცა თვითონ აკეთებდა, გემრიელიც გამოდიოდა. ახლა მე და ჩემი და ვწვალობთ და არაფერი გამოგვდის. თუმცა როგორ გამოგვივა,პროდუქტიც კი არ გვაქვს საკმარისი.კარტოფილი დავთვალეთ,მხოლოდ შვიდი ცალია.ახლა უფრო პატარას და ოთხ ცალს , დღევანდელ წვნიანში ჩავყრი,სამს და შედარებით დიდებს , ხვალისათვის დავიტოვებ. ექიმმა თქვა, კარგად უნდა იკვებოსო, ვიტამინებით მდიდარი საჭმელი უნდა ჭამოსო. მამა იშმუშნებოდა,ჯერ წამლის ფულიც არ უშოვია. დედა ერთი კვირაა ავადაა და მხოლოდ გუშინ გამოვიძახეთ სასწრაფო.დაძინებამდეც ვიცოდი,რომ ცუდად იყო, ამიტომ ფხიზლად მეძინა...როგორც კი მამამ დაიძახა, ჩვენ ჩიხში სასწრაფოს დახვდი ,ვაითუ ვერ მოგვაგნონ და დააგვიანდესო,მაშინვე წამოვხტი და ფეხშიშველი გავიქეცი გარეთ. ჩუსტები ისე ამეფორთხიალა ფეხებში,მაგის ჩაცმას რომ დავლოდებოდი, ვიცოდი დამაგვიანებდა,ამიტომ გავრბოდი უჩუსტოდ.გავრბოდი და ფეხის გულები მესერებოდა გზაზე ხვინჭკებითა და მიწით,მაგრამ ჩაცმას დიდი დრო უნდოდა ,მე კი არ დავკარგე. სასწრაფო მართლაც მალე მოვიდა.დედა გასინჯეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. აი, ამის მერე არის , მე და ჩემი და საჭმელს ვაკეთებთ და კარტოფილს ვითვლით....სამი ცალი დღეს უნდა ვაკმაროთ და ოთხი ცალი ხვალ.სადილი საავადმყოფოში წავუღეთ,მაგრამ ისე დასუსტებული მომეჩვენა,ჭამის თავიც არ ქონდა,თუმცა მადლიერი თვალებით შემოგვხედა და თვალები ცრემლებით აევსო.მეც ამიწყლიანდა თვალები, მაგრამ არ უნდა ვიტირო,ვიცი დედა გამოჯანმრთელდება. ჩემთვის ოთხმოცი ლარი მქონდა მოგროვებული, საზაფხულოდ კაბის და ფეხსაცმელების ყიდვა მინდოდა... გუშინვე გადმოვაპირქვავე ჩემი „სპილოს“ სალარო და მამას მივეცი ყველა...არაუშავს, როცა გამოკეთდება, მერე ვიყიდი...მანამდე ნაჩოს ფეხსაცმელებს ჩავიცვამ ხოლმე .
►◕◄ ►◕◄ ►◕◄
დედას სერიოზული მკურნალობა დასჭირდა.ბევრი სისხლი დაკარგა და ანემია აქვს.რამდენიმე დღე წელში მოხრილი და წელშეხვეული დადიოდა,თუმცა არაფერს იმჩნევდა.მხოლოდ მამას დავაცდენინე რამდენიმე სიტყვა: ქალური პრობლემები აქვსო. მეტი არაფერი მითხრა. ბევრი იფიქრა მამამ და რადგან სტამბოლში მკურნალობის თანხას ასე ადვილად ვერ გადავიხდიდით , ბინა გავყიდეთ. მე და ნაჩო ბებოსთან გადავედით საცხოვრებლად.სტამბოლში წასვლამდე დედას სპეციალურად სკაიპი გავაკეთებინეთ, კლინიკიდან რომ დაგვკავშირებოდა. ვუთხარი, ეს არასდროს გამორთო მეთქი... ყოველ დილით პირველად ჩემს ნოუთბუქს ვრთავ, მერე ვრთავ სკაიპს და გულისფანცქალით ვუყურებ, ხომ ანთია მწვანედ...თუ ანთია, ესეიგი კარგადაა და დანახვასაც შევძლებთ.მერე სკოლაში მივდივარ და ერთი სული მაქვს,როდის მოვალ,რომ ისევ ვნახო, ხომ ანთია... ერთხელ სკოლიდანაც მოვახერხე, რომ მენახა, მასწავლებელს ვთხოვე. იმ დღეს ქიმიოთერაპიას იკეთებდა და ვიცოდი, ვერ დამელაპარაკებოდა, მაგრამ ხომ ენთო...ჩემთვის მთავარი იყო,რომ მისი სკაიპი მწვანედ იყო ანთებული...
შიშით ვხედავ ჩემს მომავალს და ვიცი, ამ ფერზეა დამოკიდებული, რამდენად ხანგრძლივი იქნება ჩემი ბავშვობა....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნინო :) არ მინდოდა მადლობა ვინც კითხულობს . ნინო :) არ მინდოდა მადლობა ვინც კითხულობს .
6. უჰ, მარი, გასკდა გული.
უჰ, მარი, გასკდა გული.
5. სულის შემძვრელია... სულის შემძვრელია...
4. მადლობა ქალბატონო ნონა, ქალბატონო თამარ! მადლობა ქალბატონო ნონა, ქალბატონო თამარ!
3. ის განცდაა,საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს რომ დაჰკანკალებ...შიში,გაურკვევლობა და მაინც იმედი...ბოლო წამამდე. ++ ის განცდაა,საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს რომ დაჰკანკალებ...შიში,გაურკვევლობა და მაინც იმედი...ბოლო წამამდე. ++
2. ძველია თუ ახალია, მოვარდა, ემოცია მოიტანა, გულის გულში გაიარა და იქვე დარჩა შენი მოთხრობა... 555555555555 ძველია თუ ახალია, მოვარდა, ემოცია მოიტანა, გულის გულში გაიარა და იქვე დარჩა შენი მოთხრობა... 555555555555
1. ძველია,ერთმა ძველმა მეგობარმა გამახსენა:((( ძველია,ერთმა ძველმა მეგობარმა გამახსენა:(((
|
|
მონაცემები არ არის |
|
|