ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2014


შვილს, რომელიც სასურველი ქალისგან მეყოლება

შვილო! მამა გენაცვალოს,
ეს რა კარგი გშობა დედამ,
მიქარწყლდება კაეშანი
პირმცინარეს როცა გხედავ.
შვილო! დედას გაუფრთხილდი,
ისეთია სულსაც მოგცემს,
სიკეთით და ერთგულებით
კიდევ ბევრჯერ გაგაოცებს.
შენ ჩვენი ხარ... მხოლოდ ჩვენი,
საფიცარი გვყავხარ ერთი,
დედის ძუძუთი გაზრდილო
მსურს გწყალობდეს ქრისტე-ღმერთი.
როს ამქვეყნად არ ვიქნები
ამ ბუნების განაჩენით,
ხშირ-ხშირად და სიყვარულით
გაიხსენე მამაშენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები