ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2015


რა მნიშვნელობა აქვს , რას დამარქმევ

მე მეძავი ვარ, მხოლოდ შენთვის
მხოლოდ შენს გამო_
და როცა შენ ჩემს ნეკნზე წვები, მარცხენა მხარეს,
ოდნავ გულს ქვემოთ,
მე სუნთქვას ვიკრავ, რომ ღრმა სუნთქვით
არ შეგაწუხო.
რომ დაგიამო სულიერი ყველა იარა.
რომ  შევისუნთქო შენი ტკივილი
და შევაჩერო მიმოქცევა სისხლის და პლაზმის.

შენ ბევრი არ ხარ , შენ მხოლოდ "შენ ხარ",
გამორჩეული და ერთადერთი,
ყველა სტრიქონის მუდმივი მუზა
სტუმარი მარად ჩემი გონების ,
ყველა აბსურდის და ხელოვნების
და ამას ხვდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები