 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 22 ივლისი, 2014 |
დაიბადა, ეს ერთადერთი იყო, რაც არ ახსოვდა. თუ ფულს იპოვნიდა, არ უხაროდა, რადგან დაკარგული ახსენდებოდა, როცა დაკარგავდა, არ ნაღვლობდა, რადგან ამ დროს ნაპოვნს იხსენებდა. ...ქალაქში , სადაც ის დაიბადა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რატომღაც სულ უკან და უკან მიდიოდა ყველაფერი.... ჯერ ძაღლებმა იკლო, დარჩენილები სულ დაბეჩავდნენ, , სამაგიეროდ გააქტიურდნენ კატები. მერე ამინდი შეიცვალა...სხვა ქარებმა დაუბერეს...
** ** ** .....ის დედასთან ერთად ცხოვრობდა და ვერ გაეგო რატომ ვტკენთ ხოლმე გულს ყველაზე ახლობელ ადამიანს?....ანდა რატომ გვწყინს მისგან ასე მწარედ?.... თუმცა ამაზე მხოლოდ ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა რა იყო პასუხი. დედა რომ გარდაეცვალა, ყველაფერზე ხელი ჩაიქნია, სახლი მიაყიდა და გარეუბანში გადავიდა ქირით. მერე ქალი გაიცნო.... ქალს საკერავი მანქანა "ზინგერი"---ვით მკვრივი და განიერი ტერფები ქონდა.ცოტა ულამაზოც იყო, მაგრამ სამაგიეროდ გულახდილი, არაფერი დაუმალავს თავისი პირადი ცხოვრებიდან. რომ დედა პარალიზებული ყავდა , სამჯერ იყო გათხოვილი და უმუშევარი . არც ის, როცა ორ ტრაილერის მძღოლს ყავდა გაკავებული, მესამე კი ერთობოდა, მერე იცვლებოდნენ. მისი ავადმყოფი , პარალიზებული დედა კი ამ დროს საწოლში იწვა გაუნძრევლად.გაყინული მზერით ჭერზე მცოცავი ბუზების უკვე მერამდენე თაობას აკვირდებოდა,არც განძრევა შეეძლო და არც პროტესტის გამოთქმა. დიახ, ისიც კი მოყვა, როცა მთვარე ამოდიოდა, როცა მიცურავდა ღამეულ ცაზე, ნაზად როგორც ნავი, ის კი ამ დროს კატასავით კრუტუნებდა და ყველა ადგილით მუშაობდა, რომ ავადმყოფი დედა და საკუთარი თავი გამოეკვება --აი, ახლაც ასეთი მთვარეა....--თქვა ქალმა, ცრემლი მოიწმინდა და ჩაეხუტა. შემდეგ დაიწყო ამ ორი მარტოსული ადამიანის დაცემა, ან ამაღლება, ანდა რა მნიშვნელობა აქვს! სამყაროში ხომ არაფერია მითითებული, არსადაა ის ორიენტირი, რაც ოდნავ, მინიშნებით მაინც განსაზღვრავს ყოფიერების აზრს, ზომას, წონას, რაოდენობას, კარგს, ცუდს....რამეთუ სამყარო არც კეთილია და არც ბოროტი.... ის კომპოზიტორივით იქნევდა ხელებს და თანდათან ეშვებოდა გარყვნილების ტკბილ მორევში ამ გულახდილ ქალთან ერთად , ცხოვრების კანონზომიერებამ რომ შეახვედრა.... ჰაერი ელექტრული მუხტით იყო გაჯერებული, პეპლები ვეღარ ფრენდნენ, მანქანები არ იქოქებოდა, ტელეფონები არ მუშაობდა! ისეთი ძლიერი იყო ვნება! შემდეგ მას ფული გაუთავდა, ჯერ ვნება გაქრა, მერე თავშესაფარი...ის გულახდილი ქალიც გაქრა და ისე უკვალოდ რომ უბედურ კაცს უკვე ვეღარ გაეგო, მართლა მოხდა ეს თუ მხოლოდ სიზმარი იყო, ან ხილვები, უკვე მის შეშლილ გონებას რომ დაპატრონებოდა!.... ახლა ის ღამით ბაზრის მყრალ, ცარიელ მოედანზე დააბიჯებდა და ხმამაღლა იცინოდა. ხანდახან სიცილის ხმა ქრებოდა, ღამის სიჩუმეს მხოლოდ მოტოციკლეტების ბღუილი და მარტოსული ბეტონსაზიდი მანქანის ხმა არღვევდა, გაურკვეველი მიმართულებით რომ მოძრაობდა... როცა დააკავეს, წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ თავი ასწია, ცას შეხედა,თითქოს რაღაცას იხსენებსო და ბოლოს ღიმილით თქვა : ----აი, მთვარეც ამოსულააააა........----- და არც კი გაკვირვებია, როცა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გასინჯვის სემდეგ სიფილისი აღმოაჩნდა. კი მაგრამ რა შუაშია აქ ჩანაცვლების თეორია? იმ დილით ქალაქი უცნაურმა ხმებმა გამოაღვიძა. გარეთ გამოსულ ადამიანებს გაკვირვებისაგან პირები დაეღოთ რადგან ყველგან, სახურავებიდან, ნაგვის ბუნკერებიდან , სარდაფებიდან, კატებს გამოეყოთ თავები და იყეფებოდნენ. ჩანაცვლების თეორია პრაქტიკად ქცეულიყო.
ს.ნ. 2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რეალურია.. ძალიან.. რეალურია.. ძალიან..
4. :)))))))))))))))))
შემდეგ მას ფული გაუთავდა, ჯერ ვნება გაქრა, მერე თავშესაფარი...ის გულახდილი ქალიც გაქრა და ისე უკვალოდ რომ უბედურ კაცს უკვე ვეღარ გაეგო, მართლა მოხდა ეს თუ მხოლოდ სიზმარი იყო, ან ხილვები, უკვე მის შეშლილ გონებას რომ დაპატრონებოდა!.... ყოჩაღ! :)))))))))))))))))
შემდეგ მას ფული გაუთავდა, ჯერ ვნება გაქრა, მერე თავშესაფარი...ის გულახდილი ქალიც გაქრა და ისე უკვალოდ რომ უბედურ კაცს უკვე ვეღარ გაეგო, მართლა მოხდა ეს თუ მხოლოდ სიზმარი იყო, ან ხილვები, უკვე მის შეშლილ გონებას რომ დაპატრონებოდა!.... ყოჩაღ!
3. "თუ...იპოვნიდა, არ უხაროდა, რადგან დაკარგული ახსენდებოდა, როცა დაკარგავდა, არ ნაღვლობდა, რადგან ამ დროს ნაპოვნს იხსენებდა."
კარგი პრინციპია, ცხოვრებას აიოლებს.
ჩანაცვლების თეორიაც...
"თუ...იპოვნიდა, არ უხაროდა, რადგან დაკარგული ახსენდებოდა, როცა დაკარგავდა, არ ნაღვლობდა, რადგან ამ დროს ნაპოვნს იხსენებდა."
კარგი პრინციპია, ცხოვრებას აიოლებს.
ჩანაცვლების თეორიაც...
2. დასკვნა: " უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო", ჰო? თუ მე ვერ გავიგე?!
აინშტაინმმა თქვა- უსასტიკესი წესრიგია სამყაროში...
დასკვნა: " უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო", ჰო? თუ მე ვერ გავიგე?!
აინშტაინმმა თქვა- უსასტიკესი წესრიგია სამყაროში...
1. სამყაროში ხომ არაფერია მითითებული, არსადაა ის ორიენტირი, რაც ოდნავ, მინიშნებით მაინც განსაზღვრავს ყოფიერების აზრს, ზომას, წონას, რაოდენობას, კარგს, ცუდს....რამეთუ სამყარო არც კეთილია და არც ბოროტი.... სამყაროში ხომ არაფერია მითითებული, არსადაა ის ორიენტირი, რაც ოდნავ, მინიშნებით მაინც განსაზღვრავს ყოფიერების აზრს, ზომას, წონას, რაოდენობას, კარგს, ცუდს....რამეთუ სამყარო არც კეთილია და არც ბოროტი....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|