ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2014


კოშმარი

აღარ იყავი!...-სიზმარში გნახე.
არა, კი არ მოკვდი,
კი არ დაგმარხე,
ან დაგიტირე,
ან მსგავსი რამე...

-ცა აღარ ჩანდა!
არცერთი ხე არსად არ იდგა!
ყოველ ნაბიჯზე...-
ჟანგიანი რკინის ანძები...(ზოგიც წაიქცა)
ჩამონგრეული კედლები ირგვლივ,
სავსე...- "ბეტონის"...-
ამოჩრილი "არმატურები"...

-ჰო, კი არ მოკვდი,
კი არ დაგმარხე,
მთელ სამყაროში, როცა
არსად არ მეგულები...-
ეგ როგორია...-
უბრალოდ ვნახე!

ჯოჯოხეთიც ალბათ ეგ არის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები