ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ტონია
ჟანრი: საბავშვო
27 ივლისი, 2014


დედა, მამა და მე))

ბედნიერი ბავშვი

დილით ავდექით, ვვარჯიშობთ,
სახლსაც დავარტყით წრე,
კვლავ ერთადა ვართ ყველანი:
დედა,
მამა
და
მე)))

მერე სუფრაც კი გავაწყვეთ,
გადავადუღეთ რძე,
ერთად ვსაუზმობთ ყველანი:
დედა,
მამა
და
მე.)))

ბაღში ჩავედით, შრიალებს,
ჩურჩულით გვიმღერს ხე,
და ყველა ერთად ვერთობით:
დედა
მამა
და
მე.)))

სადილის მომზადებაში,
უცებ გავიდა დღე,
ხედავთ?-კვლავ ერთად ვსადილობთ,
დედა,
მამა
და
მე )))

საღამოც დადგა,მთვარემაც
გააგდო ციდან მზე,
ჩვენ ვარსკვლავებად ვიქეცით:
დედა,
მამა
და
მე.)))

ვერ დაგვაშორებს ვერვინ,
მუდამ ერთად ვართ ჩვენ:
ხელჩაკიდულნი დავალთ:
დედა,
მამა
და
მე.)))

მანანა ტონია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები