| ავტორი: სერგეი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 28 ივლისი, 2014 |
საოცრება იყო 90-იანი წლები. გადაყირავებული მაცივრებისგან გაკეთებული დახლ--- ბაზრობა რომელიც ყველგან იყო და ყველაფერს იშოვნიდი,სასტუმრო კოლხეთთან ლტოლვილების ბაზარი, სადაც მზა საჭმელი იყიდებოდა....ლოთებისთვის გაკეთებული პატარა დახლები, სადაც წყალში გაზავებული ამერიკული სპირტი ჭაჭად იყიდებოდა, იქვე თეფშზე ვაშლის ნაჭრები, მწნილი....ან წვრილად დაკუწული პური (მისაყოლებლად) და ღვინო, რომელიც ისეთი ფერი იყო რომ ასეთი ფერი ბუნებაში არ არსებობს.... დეზერტირების ბაზართან მჯდომი შეფუთნული ქალები, ფეხებსშუა ნავთქურები რომ ჩაედგათ და წვავდნენ ქათმის ბარკლებს, კატლეტებს.....თუ ქათამი ნამდვილი იყო,ამას ვერ იტყოდით კატლეტზე, ის ხან კარტოფილისა იყო, ხან წიწიბურასი, ანდა უფრო ხშირად შავი პურისა....ეს საოცარი ფრაზა ზუსტად იქ მოვისმინე როცა ბაზრის წინ ორი ინტელიგენტი მამაკაცი შეხვდა ერთმანეთს..., ერთმა მეორეს უაქციზო, გაურკვეველი წარმოების (ალბათ რუსული) სიგარეტი მიწოდა და შემდეგ დიდხანს საუბრობდნენ თუ რა გემრიელი კატლეტი კეთდება თურმე შავი პურისგან...მეორე კი ყვებოდა თუ როგორ დადგა სახურავზე ხაფანგი და ჩიტებს იჭერდა.... , გამომიარე , გაგასინჯებ... -----აბა როგორ?.... გაიკვირვა პირველმა და შემწვარი ბარკლის სუნი ხარბად ჩაისუნთქა....მეტრო არ მუშაობს, ფეხით კი ვარკეთილში ვერ გამოვალ....მერე უკან წასვლა არ მინდა?...ცოლ-შვილს მარტო ხომ არ დავტოვებ? თან წიგნები მაქვს გასაყიდი...აი, ნახე შექსპირიც ვერ გამიყიდია, დანარჩენები პუშკინის ჩათვლით, ტუალეტში მიკიდია.... რა დრო მოვიდა... მე უხერხულად შევიშმუშნე და ბულგაკოვი გამახსენდა,უკვე ნახევარი რომ დარჩენილიყო ჩემს ტუალეტში !...დაახლოებით იმ მომენტზე ვიყავი მისული, როცა პილატე ხელს იბანს...მოვხევდი ,თვალს უკანასკნელად გადავავლებდი და....... ცოტა კიდევ ილაპარაკეს, შემდეგ თავები ჩაღუნეს და ბორჯომის ვაგზლის მიმართულებით წავდნენ,დამაინტერესა და გავყევი, შევიდნენ პატარა. გადატიხრულ კაფეში, რომელიც ყარდა....დაორთქლილ დახლ-მაცივარში თევზი, მოხარშული კვერცხები და გაურკვეველი , მხოლოდ 90-იანებისთვის დამახასიათებელი საჭმელი ელაგა....მერე ჩამოსასხმელი სპირტი მოითხოვეს . გამოვედი, რადგან იქ ქეიფს არ ვაპირებდი, მხოლოდ ღვეზელი ავიღე . .........სწრაფად ბინდდებოდა, მივდიოდი, ამ დროისთვის ფენოვნი ხაჭაპური უკვე გაიაფებულიყო, დაღლილი ქალბატონები ძლივს დააბიჯებდნენ და ბოლო ხაჭაპურის ამოყიდვას ცდილობდნენ......გენერატორების ხმა ყველგან ისმოდა, გისოსებიან მაღაზიებში გაზის სანათები ენთო, მოვუხვიე და კინაღამ უზარმაზარ დაწოლილ ძაღლს დავადგი ფეხი...უბედური ძაღლი "დვიჟოკზე" მიებათ, თვითონ "დვიჟოკი" კი ჯაჭვით იყო მიბმული მაღაზიის გისოსზე....გენერატორი დაღლილი ხმით თუხთუხებდა, გამონაბლოქვი თვალებს მიწვავდა, ძაღლმა თათებზე დადებული თავი ასწია და რომ შემომხედა, გული გამეწურა..... ვიგრძენი ის ახლა უბრალო ძაღლურ ცხოვრებას ნატრობდა....ხმაურისგან ალბათ დაყრუებულიყო და ვეღარც ხედავდა უკვე კარგად.... ამ დროს, მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ მეტრო ამუშავებულიყო!....ხალხი გახარებული გარბოდა და ყვიროდა.....მეც გავიქეცი და სანამ ფულს ჩავაგდებდი ტურნიკეტში, პოლიციამ გამაჩერა... აბა აქეთ, სამორიგეოში შემობრძანდითო.... ჯერ ჯიბეები გამიქექეს, მერე ჩანთა, იქვე კიდევ ვიღაც დაეკავებინათ,იჯდა და თავში წაეშინა ხელები. ----ეი, ვაჟკაც, სად მუშაობ?----- მკითხა ერთმა. მე გავჩუმდი, როცა წარმოვიდგინე მშრალი ხიდი და ბოლოს 20 ლარად გაყიდული შავ-თეთრი ტელევიზორი "კორფუგი" ისე გულწრფელად ამოვიოხრე რომ მიხვდნენ, ვერაფერს წამართმევდნენ და გაშვება დააპირეს, და აქ უცებ მესამე პოლიციელი შემოვიდა...მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი რომ ჩემი წამება ჯერ არ დამთავრებულა! ----საიდან მოდიხარ და სად მიდიხარო....ათჯერ მაინც გამამეორებინა, მერე უცებ წამოხტა... --აბა ენა გამოყავი!.... თეთრი რატომ გაქვს? მოსაწევს ეწევი? ---ამდენი მალაპარაკეთ და...ამიქაფდებოდა, აბა რა იქნებოდა, ---გამოვთქვი უსუსური პროტესტი. მაგრამ ეს პროტესტი უარყოფილ იქნა, ახლა მეორე დაკავებული მოიყვანეს ახლოს და დაიწყო საშინელი პროცესი! ორი კალამი და ქაღალდი დაგვიდეს მაგიდაზე, მერე მკაცრად გვითხრეს, ერთი თქვენთაგანი ახლა გათავისუფლდება, თუ დაიწერება ჩვენება და მერე მოწმის სახით აღიარებს რომ მეორეს ხელყუმბარა ქონდა ჯიბეში.(?!) მეტროს პოლიციის სამორიგეოში ბნელოდა , შემწვარი ძეხვის სუნი იდგა, რასაც ხანდახან დაუბანელი ფეხების და ნასკების სუნი ერეოდა......ჩვენ, განწირულებმა, ერთმანეთს გადავხედეთ და კალმის აღება არც გვიფიქრია. ----დაწერეთ! ---გაისმა ღრიალი.... ახლა მე ( და ისიც) არჩევანის წინაშე ვიდექით, უნდა გვეღიარებინა რომ მეორეს ხელყუმბარა ქონდა, ან ჩვენს თავზე აგვეღო ეს სისულელე, ან......მაშინ ხომ სულ უბრალოდ შეიძლებოდა საქმის შეთითხვნა და უდანაშაულო 5 წუთში ხდებოდა დამნაშავე!.... პაუზა ასე მეგონა მთელი საუკუნე გაიწელა, მოულოდნელად კიდევ 4 პოლიციელი შემოვიდა , ნახევრად ჩაცმული პატარა გოგო და ვიღაც მთვრალი მამაკაცი შემოყვანეს, ის იგინებოდა, იწევდა და გოგონას ცემას აპირებდა...გოგონას კი სახე რატომღაც მშვიდი ქონდა......ჩამოჯდა გაქუცულ სკამზე და ერთ-ერთ თანამშრომელს თვალი ჩაუკრა.......ოთახში მყოფ პოლიციელებს სახები გაუნათდათ, ( რაც ასეთ სუსტ განათებაშიც კი ჩანდა) ხელით გვანიშნეს აახვიეთო და გარეთ გამოგვყარეს... ბედნიერი და გაღიმებული გამოვედი, თან იმ მეორეს თვალს ვარიდებდი, მერე მინდოდა რაღაც მეთქვა და ის ხალხს შეერია.... სახლში დავბრუნდი, არც სიბნელე მიგრძვნია, არც შიმშილი, არც სროლის ხმა მესმოდა, არც დავღლილვარ როცა ჩაბნელებულ, კორპუსში მე-9- სართულზე ავდიოდი......... გადავრჩი და ეს იყო ახლა მთავარი...
ს.ნ.2014
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მშვენივრად მოთხრობილი ამბავია,მოგონებაა,პროზაა,ეპოქის აღწერა...მომეწონა სტილი,დამაჯერებლადაა გადმოცემულ რეალობა...მაგრამ ,,კრიტიკა -პუბლიცისტიკად ვერ აღვიქვი რატომღაც. მშვენივრად მოთხრობილი ამბავია,მოგონებაა,პროზაა,ეპოქის აღწერა...მომეწონა სტილი,დამაჯერებლადაა გადმოცემულ რეალობა...მაგრამ ,,კრიტიკა -პუბლიცისტიკად ვერ აღვიქვი რატომღაც.
1. "და ღვინო, რომელიც ისეთი ფერი იყო რომ ასეთი ფერი ბუნებაში არ არსებობს.... " --------------------> ამ ფრაზამ დამაინტერესა..თუ ბუნებაში ასეთი ფერი არ არსებობს,მაშ, იმ ღვინოს როგორღა ჰქონდა?
დანარჩენმა დამასევდიანა..+++ "და ღვინო, რომელიც ისეთი ფერი იყო რომ ასეთი ფერი ბუნებაში არ არსებობს.... " --------------------> ამ ფრაზამ დამაინტერესა..თუ ბუნებაში ასეთი ფერი არ არსებობს,მაშ, იმ ღვინოს როგორღა ჰქონდა?
დანარჩენმა დამასევდიანა..+++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|