ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ნოემბერი, 2014


სამშობლოვ ჩემო

დარდიანად ნათრევო, წლებო ახალგაზრდობის
ნაადრევად დაღლილო მკლავო უცხო მიწაზე,
ეჰ, სამშობლოვ იცოდე აქ რამდენი ვიწვალე!
(რაც მეგონა ვიცოდი, ხელმეორედ ვისწავლე),
როცა მონატრებებმა,
უსაშველოდ იბარტყეს,
საგზლად გამოყოლილი,
სიყვარული ვიწამლე.
დარდიანად ნათრევო,
წლებო ახალგაზრდობის,
ნაადრევად დაღლილო
მკლავო უცხო მხარეში,
ჩემთვის ისევ უცხოა
გულგრილობის თარეში,
თავი გმირი მგონია,
თუმცა არსად ვიომე,
ჩემი წილი სიხარული,
შემინახე იცოდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები