ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2014


***


ყველაფერს უფრო მეტად განვიცდი
ახლა, ვიდრე უწინ.
არ მკითხო რატომ...

მე ჩემებური გზა მქონდა მუდამ,
საცალფეხო, ამოუცნობი.
არც გვერდით მომყვებოდა ვინმე,
არც წინ და არც უკან.
ასეთი იყო გზა, ვიწრო, საჩემო.

ახლა დანამდვილებით ვიცი,
სიყვარული არეული გზა-კვალია.
შენ სიყვარულის ერთი ბოლო ხარ,
მე - მეორე.

მითხარი, როგორ გამოვყვე შენს ნაბიჯებს,
როდესაც ისინი ჩემკენ მოდიან.

მითხარი, რომ შენს იქით არაფერია,
და მე ვირწმუნებ, სადღაც არსებულ
სიცარიელეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები