ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2014


ოთარ გურგენიშვილის გარდაცვალებაზედ

გული დამეწვა, სული ამტკივდა,
ძლივს... ძლივს ამბობენ ტუჩები სათქმელს,
ვიზიარებდით ერის სატკივარს,
ჩვენს აფხაზ ძმებსაც ვუნთებდით სანთელს.
ახლა კი... ახლა მივტირი ძმობილს,
დავალ რწმენის და სიკეთის გზებით,
მეც როცა წავალ, ქართველად შობილს
დამიტირებენ კეთილი ძმები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები