ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2014


ოქონასა მთასა ზედა...


(ოქონას მთაზე არის სალოცავი, სადაც  უშვილო ქალები დადიან  სალოცავად)


    ოქონასა მთასა ზედა  მიდიოდა  კოკით  ქალი ...
    პატარძალი სავსე იყო, ძლივს მიჰქონდა თეძო-ტანი, 
    ტაძარს შიგნით ანათებდა  სანთელი და საკმეველი...
    კოკა გატყდა, დაიღვარა მთელი სითხე, კოკას  მდგარი...

  ქალი  ლოცვას გულში ამბობს, ჯერ არ უმხელს რძალმაზლსაო,
  ჩვილი, ყრმა და პაწაწინა, დააბრმავებს  ავ  თვალსაო,
  "სანთელი და საკმეველი ნუ დაჰკარგავს თავის გზასა,
  ნუ  მომწყვიტავ ნაყოფსა  და დააყოვნე  ცხრა თვესაო ..."
  მერე შელოცვილი ნემსი  ღრმად ჩაასო ცომის გუნდას,
  ლოცვის ძალით , ნაყოფსა _ არა ელის  ცხრა თვესა
  მთაზე მარტომ გადიარა, ოქონასა მთაზედაო
  ბიჭმა არშიყობა სთხოვა, გამომყეო მთის გვერდსაო...
  დაიქუხა სამართალმა, ცა და მიწა ერთად შეკრა
  მოიქუფრა არემარე ,  ცოდვილ ვაჟსაც დასცა რისხვა,
  ანი იძრა, ბანი იძრა, ცა იძრა, ქვეყანა იძრა,   
  პატარძლის მუცელში ბავშვი იძრა...

 
  ქვა დადგა, მთვარე დადგა, ცა დადგა, დედამიწა დადგა,
  ვიდრე ნემსი ცომში არის, მის მუცელში ბავშვი დარჩა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები