ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2014


***

გაფრინდნენ..
და ახლა , ჩიტივით ჟღურტულებს,
ფურცელი - კალამით ,
ტალღისფერ მელანის..
მთვრალ თვალებს,
ვაყოლებ თამბაქოს ბურთულებს,
ქალებს რომ გვანან და
ქრებიან ყველანი..

მაგრამ შენ ჩემთან ხარ.. გიყვარვარ მემგონი,
მთვრალივით ფხიზელი და
ფხიზლად დამთვრალიც,
გიყვარვარ მშვიდიც და გიყვარვარ დემონიც
ქუდით და ოქუდოთ,
თვალით და სათვალით..

დიახაც ასეა, გიყვარვარ მთვრალივით
გიყვარვარ უგონოდ
ნათელი გონებით,
ეს გრძნობა გულმკერდზე მოგედო ალივით
ეს მაშინ როდესაც
მე მსურდა დროებით..

და მაშინ როდესაც
მე მსურდა გართობა,
გათოვდა..
ჩემს გულში ფაქიზი ფიქრები,
მომინდა პირველად ქალისთვის დათმობა,
მე შენთვის მომინდა
- დაკრეფა იების,

სიტყვების ლექსებზე აკინძვა მომინდა,
და ხატვა მომინდა
გედების გოდების,
როდესაც მივხვდი რომ არც ისე შორიდან
მემგონი არც ისე
ქალურად მშორდები..

ჯერ დაკვრა მომინდა დასაკრავ საკრავზე
შენივე თითებით ,
პატარა ნოტების...
და დარტყმა მომინდა დასარტყმელ ტამტამზე!
და უცბად..
მტვრევის ხმა მომესმა ტოტების..

მიყვარხარ!
და მაინც, ეს ხდება ხანდახან,
ვიცი რომ სულ მალე გავქრებით
მე და შენ
ჩაქრება სანთელი -
ნელნელა ,
თანდათან,
ხოდა შენც ოდესღაც წახვალ და დედაშენს

ახარებ ნატკენი გულით და აკორდით,
უმანკო სახით და
კეთილი ტყუილით..
რომ შენ მე
სულ ბოლო მცდელობით დამშორდი
და მისი პასუხი იქნება
დუმილი...

ატირდა ზეცა და კვნესიან რუები,
მზე ჩაქრა ნათელი ,
ჭკნებიან ტიტები..
ტირიფის მეზობლად მუხის ხე რომ არის
და მის მსხვილ ტოტებზე
რომ იჯდნენ გვრიტები

გაფრინდნენ..
და ახლა ჩიტივით ჯღურტულებს
ფურცელი - კალამით ,
ტალღისფერ მელანის..
მთვრალ თვალებს ვაყოლებ, თამბაქოს ბურთულებს,
ქალებს რომ გვანან და
ქრებიან ყველანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები