ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2014


რომ შეეძლოს, სანდრო აუცილებლად შეცვლიდა რეალობას..

--კარგი, ამას უკვე შევეგუე, რომ ბევრს  სვამ, ეწევი, თავსაც იღუპავ და მომავალსაც, მაგრამ იმ გოგოს რა პასუხს აძლევ?
_გოგოს რა მოუვა, მიხედავს თავის თავს.
--ვინ მიხედავს თავის თავს,თეკლა? მე ბავშვზე გელაპარაკები,თორემ შენი ცოლი ჭკვიანი გოგოა, თავსაც მიხედავს და თეკლასაც.
---დედაჩემო,თავს თუ დამანებებ, კარგია, თუ არადა წავალ ამ სახლიდანაც.
---ლაჩრები გარბიან. სად წახვალ, მერე სად! ცხოვრებაა მერე ეგ? პასუხისმგებლობა სულ დაკარგე? ვინმეს რამეში არასდროს გინდა რომ გამოადგე?
---ჭამას ძაღლსაც აცდიან_გაგულისებულმა წამოიძახა სანდრომ და კარს ეცა. ისე გავარდა,კარი კინაღამ ჩამოაგდო.კიბეებზე კისრისტეხით დაეშვა.სადარბაზოდან სულ ბურდღუნით და  უმისამართო გინებით გაიჭრა, თავის მანქანასთან მივარდა, ამასაც მალე მივაყიდიო, ფეხი მიარტყა საბურავს, გვერდი აუარა  და გეზი ავლაბრისკენ აიღო.
  წინ კატამ გადაურბინა. არ ესიამოვნა, თუმცა  სიამოვნებაზე როდის იფიქრა ბოლოს, აღარ ახსოვდა.
...თეკლა დაინახა გზაში, უფრო სწორად შვილს მიამგვანა, მასავით თმახუჭუჭა და ბაკუნა.იგრძნო,როგორ მონატრებია და რამდენი ხანია არც კი უნახავს, საჩუქრების გარეშე არ უნდა მივიდეს, მანქანა მიყიდეო, სულ გაიძახის, თვითონ კი უშლის, მანქანა რა გოგოს საქმეათქო, მაგრამ ახლა უნდა აუსრულოს ნატვრა, ვინ იცის კიდევ როდის ნახავს...რას ქვია კიდევ როდის...რა სისულელეა...უაზრო ფიქრი წამოეკიდა მხრებზე.
ფიქრმა გონება გაუფანტა, გათიშა, უცებ იგრძნო, რომ მანქანა თეკლას  ეჯახებოდა. ბურანში  იყო და ბავშვი წინ
გადმოუხტა .გოგონას ხუჭუჭა თმა და თეთრი ბაფთა ჰქონდა, სახესაც კი მკაფიოდ არჩევდა. მძღოლმა საჭე ვერ 
დაიმორჩილა, მეორე მხრიდან ბიჭი და გოგო მოდიოდნენ, ორივე მხრიდან გარდაუვალი იყო დაჯახება.
სანდრომ მოასწრო, ბავშვს ხელი ჰკრა და გაზონებზე გადააგდო...
  არ  გაუგია, ბავშვი რომ გადარჩა , არც ის, ბიჭი და გოგო თუ გადარჩა.
  არც ის გაუგია, გმირი რომ გახდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები