ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2014


უშენო თბილისის ღამე..

ღამეა. და გარეთ მთვარეა მორიგე,
ხოლო ჩემს ოთახში, თამბაქოს კვალია.
უშენო საწოლი ვერაფრით მოვირგე,
და ვერც მან მომირგო ,
მთვრალი ვარ ძალიან!

ქალაქში ლაქლაქი და ქალთა ლაქები,
კატები ყეფენ და
ძაღლები კნავიან,
თბილისი ოდესღაც ჩემგანვე ნაქები,
უშენოდ ძვირფასო ,
უზღვაო ნავია..

დავისხი, დავლიე!
დავისხი, დავლიე!
და ქალაქს  ზემოდან შვილვით დავყურებ,
ვნატრულობ თეთრ დილას და
ფრთათეთრ თოლიებს,
ვიტან, თან ვერ ვიტან - ღამეს და ღამურებს..

ნახევრად ჯეკი ვარ.
დავჯექი,ვკადრულობ
და ჩემს მეს ვუცხადებ მეების ბრმა ტენდერს
ჩემიდან შენამდე , გნატრობ და ვნატრულობ
გათენდეს დილა და
შენ ჩემთვის გათენდე,

მოდი და
გათენდი ჩემს გულში სულამდე,
მოდი რომ მოგხვიო ტკბილ ტანზე ხელები
და მერე ძვირფასო დავთვალოთ სულ რამდენს
გაკოცებ ვნებით და უმანკო ფერებით..

ღამეა, და ცაზე მთვარეა მორიგე,
შენთან კი- სუნი მზის გაუჯდათ ნაპირებს,
უშენო თბილისი ვერაფრით მოვირგე,
და მორჩა! ვეღარ ვძლებ!
ჩამოსვლას ვაპირებ...

რომ პალმის ხის ძირას პეპლების ალყაში
მე ტანგო ვიცეკვო შენს ტანზე თითებით
მზის ჩასვლა ამოსვლა სულაც რომ ვერ ვნახო
არ ვნაღვლობ რადგანაც შენ ღიმილს მპირდები..




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები