 | ავტორი: სერგეი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 5 აგვისტო, 2014 |
ზოგს უკვირს, თან ძალიან და გულწრფელად, მაინც როგორ იწერება ბლოგები?... დამიჯერეთ, მე მესმის თქვენი, მაგრამ ამაში ხომ არაფერია განსაკუთრებული!... ბლოგერი მხოლოდ იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისაგან რომ ბლოგერმა გააკეთა ის, რაც დანარჩენებს შეეძლოთ გაეკეთებინათ. ანუ დაწერეთ! დაწერეთ!... მთვარი კი მაინც ბლოგის თემაა, თემა განსაზღვრავს სტილს, აი მაგალითად თუ რამე სერიოზულია, მაშინ შეეცადეთ რაც შეიძლება სასაცილოდ გადმოსცეთ სათქმელი, რადგან მოგეხსენებათ, სერიოზული თემების უმეტესობა საშინელია, ჰო და რაც სასაცილოა....უკვე აღარ არის საშინელი. კარგი. ესეც მოვახრჩეთ და ამოვწურეთ. ახლა უშუალოდ ბლოგზე გადავიდეთ:
....მოკლედ, დილით გავიღვიძე და ვნახე რომ მაგვიანდება, სწრაფად მოვაგვარე დილის კლასიკა და ტრადიციები, მერე ასევე სწაფად გამოვედი გარეთ. სამარშრუტო ტაქსი აჟიტირებულმა გავაჩერე, რომ ავედი, რაღაც უცნაურობა ხდებოდა, ფეხზე არავინ იდგა, ყველაზე მეტად კი ის გამიკვირდა რომ მძღოლმა ხმამაღლა გამოაცხადა ---პატივცემულო მგზავრებო! რომელი არომატი გნებავთ სალონში?..მარწყვის, ანანასის, ვაშლის, ზღვის....მუსიკა?... კიდევ კარგი ვიჯექი, თორემ დავეცემოდი, რადგან მძღოლმა მუსიკა ჩართო..ასეთი გემოვნებით შერჩეული მუსიკა მხოლოდ ""თბილისი- ზუგდიდი""-ს სამარშრუტო ტაქსში მახსოვს ( ეს იუმორია!!!!) ასე მივდიოდით , მივდიოდით, საოცრებას საოცრება სცვლიდა!...არსად საცობი, არც ტაქსის მძღოლები გვიხტებოდნენ წინ და არ ისმოდა მძღოლის გინება..... რაღაცნაირად შევწუხდი, მივხვდი რომ რაღაც ცუდი ხდება ჩემს თავს....მაშინ როცა მგზავრმა დიდუბესთან ხელი დაუქნია და არ გაუჩერა მძღოლმა.....ჩაიბურტყუნა --ადგილი არ მაქვსო დასაჯდომიო....მაგრად შევწუხდი, გაგარინის მოედანს რომ მივუახლოვდით , ვეღარ ავიტანე ეს ყველაფერი ავდექი და დავიღრიალე: --გააჩერე!!!..... რატომ არ ყარს სალონი? ან იმ ქალს რატომ არ გაუჩერე?... , ფეხზე დადგებოდა,ჩანთას თავზე დამადებდა! ვერ ნახე ეჩქარებოდა! რა ხდება, რა?..გადაირიეთ? რადიო "არ დაიდარდო" სადაა?...სად?...ჩართე შე ჩემა!....ქართველი არ ხარ?.... თბილისში აღარ მგონია თავი..... მძღოლმა სვლა შეანელა, თავი მოატრიალა და წყნარად მითხრა: --ევროპაში შევედით უკვე გენაცვალე, ახლა გაიღვიძეთ თუ რა ხდება?.. გაიღვიძეო........რაოო?..???? მართლაც გამეღვიძა , საწოლში წამოვჯექი, ჭერს შევხედე და შვებით ამოვისუნთქე... ეს რა კოშმარი დამსიზმრებია!.....
ს.ნ. 2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კითხვა რომ დავიწყე, ჯერ მეგონა, ოცნებოს-მეთქი.. ეს კოშმარი ჩვენ არ გვემუქრება ნუ გეშიანია, ჩვენ ნამდვილი ქართველები ვართ !! თავისი ტრადიციებით რამით... :3 კარგი იყო ივიხალისე, ისე კი იუმორისტულში უნდა იყო ეს, ჩემი მოკრძალებული აზრითა 5 კითხვა რომ დავიწყე, ჯერ მეგონა, ოცნებოს-მეთქი.. ეს კოშმარი ჩვენ არ გვემუქრება ნუ გეშიანია, ჩვენ ნამდვილი ქართველები ვართ !! თავისი ტრადიციებით რამით... :3 კარგი იყო ივიხალისე, ისე კი იუმორისტულში უნდა იყო ეს, ჩემი მოკრძალებული აზრითა 5
10. კრიტიკა-პუბლიცისტიკა იუმორით. კარგია! ++ კრიტიკა-პუბლიცისტიკა იუმორით. კარგია! ++
9. ეეს ?....ეს არის.:) ეეს ?....ეს არის.:)
8. რა არის ეს? რა არის ეს?
7. შენ და შენი სარკაზმი, ვიხალისე, კარგი იყო :) შენ და შენი სარკაზმი, ვიხალისე, კარგი იყო :)
6. ალბათ იუმორისტულში უნდა იდოს რას იტყვი სერგეი?
თუმცა იუმორშიც მთლად ვერ ბრწყინავს ადრე უფრო კარგად წერდა ავტორი ალბათ იუმორისტულში უნდა იდოს რას იტყვი სერგეი?
თუმცა იუმორშიც მთლად ვერ ბრწყინავს ადრე უფრო კარგად წერდა ავტორი
5. ნიჭია აქ,ნიჭი!!! ნიჭია აქ,ნიჭი!!!
4. მშვენიერია, მშვენიერი! 5. მშვენიერია, მშვენიერი! 5.
3. გავხალისდი დილიდანვე,კარგი იყო...თუმცა,ვფიქრობ ჟანრი შესაცვლელია_ ამის ადგილი იუმორისტულში მგონია; მომეწონა,წარმატებები ++ გავხალისდი დილიდანვე,კარგი იყო...თუმცა,ვფიქრობ ჟანრი შესაცვლელია_ ამის ადგილი იუმორისტულში მგონია; მომეწონა,წარმატებები ++
2. ეს რა კოშმარი დაგსიზმრებია. :)) ეს რა კოშმარი დაგსიზმრებია. :))
1. კრიტიკა კი არა , მშვენიერი სიზმარი გინახავს --ევროპაში შევედით უკვე გენაცვალე...
კარგია! კრიტიკა კი არა , მშვენიერი სიზმარი გინახავს --ევროპაში შევედით უკვე გენაცვალე...
კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|