ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
9 აგვისტო, 2014


ასკილი და ვარდი

ასკილმა უთხრა ვარდსაო,
შენი ბებია მე ვარო,
დამაკვირდი და მიხვდები,
რამდენი რამით მგევხარო.

ყვითელი, შავიც ხომ არი,
რამდენიც გინდა მედავო,
შენი ფერიღა მაკლია,
სამეფო მაინც მე ვარო.

ეკალზე რაღასა მეტყვი,
ის ხომ მაინ გვაქვს საერთო,
მურაბად ორნივ ვვარგივართ,
სიტკბოა შაქრის საქმეო.

წამლად შენ აღარ ვარგიხარ,
მე ყველა სნეულს ვუხდები,
ყველა ვარდს ჩემზე ამყნობენ,
და მე ყველაზე ვწუხდები.

სურნელი ჩემი სჯობია,
სუნამოც შენი არ ვიცი,
ახალთ ახალი მოდაა
ვარდის ფურცლების ბალიში.

მე ყველა ჯიშსა დავლოცავ,
ყველა ფერის და მხარისას,
და თან მოკითხვას გადმოგცემთ,
შორეულ ველურ პაპისა.

ეჰ, მაპატიეთ, არცოდნა,
ფესვებისა და გენების,
დღეიდან აღარ ვირწმუნებ
სელექციონთა ენების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები