ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2014


*** ( მამა გიორგის )

მოძღვარო, მე თქვენთან მოვედი
და სულით ხორცამდე მოგენდეთ...
და იყო აქამდე ომები, ომები,
ძვრები მიწისა და ზურგი შემაქცია
სამყარომ...
მიმიღეთ ასეთი ურწმუნო, ცოდვილი.
ვარ ადამიანი მაქცია
და მგლების ხროვაში ომეგა,
სული სანთლის ალად მიქციეთ
და ომები ერთად მოვიგოთ.
ჭია მჭამს...
სახრავი გულისა მსუყეა...
რად უნდა გაგიყოთ
მე ჩემი ცოდვების ულუფა?!
ჭია მჭამს...
მე ხომ მყავს უფალი!
მე ხომ მყავს უფალი!
და უფალს სუფთა აქვს თვალები,
უფალი წყაროა სიკეთის,
ჭია მჭამს...
გმობას და სიძულვილს მიკვეთავს.
თავი შეგაწყინეთ მოძღვარო,
უფრო ადვილია დუმილი,
ახლა ვარ მე ღმერთით მაძღარი
და თქვენ ჩემ წინაშე მდუმარე.
და ვიცი, რომ მე მყავს უფალი
და ვიცი, რომ გაგიყოფთ ჩემ სულის ულუფას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები