ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2014


  ჩამოტვირთვა

შენთან, შორიახლოს...

ხელის გაწვდენაზე მოსჩანს ვარსკვლავები,
მე კი მეჩვენება ცაა ცარიელი
კითხვებს, მოლოდინის რომ კლავს პასუხები,
ისე გავაქრობდი რას არ გავიღებდი.
დარდით შემოჯარულ ნერვებს დაწყვეტამდე,
ეჭვებს გავუქრობდი მთელი სიმარტივით,
მერე პოეზიით მივცემდი საზრდოს და
დავაპურებდი და მისით ვასუნთქებდი.
გამომშრალ მაჯებზე კოცნებით დაღლილი
მივცემდი შენს სხეულს ძველებურ სიცელქეს,
ვენებში დაჭრილ და გაყინულ სხეულში
ისე აგინთებდი სისხლის მიმოქცევებს.
რომ შენი იერიც იგივეს ამბობდეს,
თვალების ნათებამ თავბრუ დამახვიოს,
ტანაყრილ ხეების და ზამთრის სიშიშვლემ
ოდნავი სიფიცხეც ვეღარ მოახდინოს.
გავინაპირებდი შენთან შორიახლოს
საკუთარ სიჩუმეს ტანზე მოგახვევდი
და მერე ოდნავი სიმორცხვის ფონზე კი
სურვილებს საზღვრებს ისე დავურღვევდი...
განთიადს შევსთხოვდი გაზაფხულს კრძალვით და
მთის მწვერვალს სულ მცირე ადგილებს სახლისთვის,
სიჩუმეს გავხდიდი ჩვენს ნაზ მელოდიად
და  მერე უსიტყვოდ სიყვარულს ავხსნიდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები