ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2014


****

ირგვლივ ღრუბლებია თეთრი,
ისევ აგვისტოა ცაზე,
ოდნავ შეერია შიში,
გაღმა  გადაწვენილ პალმებს.

ცაზე ვარსკვლავია ბევრი,
ვცდილობ რომ დავხატო რამე,
მთვარეს გამოუჩნდა წვერი,
ცდილობს შეერიოს ღამეს.

ისევ აგვისტოა, ღმერთო
სისხლი ამიდუღდა ტანში.
აღარ მეძინება ერთობ,
თითქოს ვერ ვეტევი კანში.

ცუდად დაგიცდია მიწავ,
შენ მზის მცხუნვარება ამ თვის,
გულში ბზარებია ომის,
სულიც აირია ცდაში ...

ცაზე სიწითლეა ჩუმი,
თვალწინ გაიშალა რიწა...
ისევ აგვისტოა ცაზე,
მე კი ჩამეძინა მშვიდად . . .

08/08/14

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები