ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 აგვისტო, 2014


ამღერებული ლექსი

გაბრიელ ჯაბუშანურისადმი


არხოტის მთებზე ღრუბლები
ნელ-ნელა მიირწევიან,
ქორ-შევარდენთა გუნდები
სულ ცისკენ მიიწევიან.
შებინდებისას ნისლები
შლილ ფერდობებზე წვებიან,
პოეტის ლექსთა მარულა
ხევსურეთს მონატრებია.
სადა ხარ, ჯაბუშანურო,
არხოტი გელის შენია,
ვაჟასთან ერთად შენცა ხარ
მთის პოეზიის გენია.



https://www.youtube.com/watch?v=zd_hAHZ0jLo



ეს ლექსი 2010 წლის ზაფხულში დავწერე, ხოლო სიმღერად 2011 წლის გაზაფხულზე იქცა... ჩემმა მეგობარმა ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ რა თქმა უნდა ჩემი თანხმობით თხუთმეტ წუთში მოარგო მუსიკა ამ ჩემს ექსპრომტად დაწერილ ლექსს.

გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიას დიდი ხანია ვიცნობ და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი იყო თავის თაობაში... უცებ მოვიდა მასზე სიტყვები გონებაში და მეც ცარიელ ფურცელზე გადავიტანე გონებაში აღბეჭდილი სიტყვები.

ამ სიმღერის პრემიერა 2011 წლის 26 ივნისს შედგა მზიურში გამართულ ხევსურულ საღამოზე, ამ სიმღერის პოპულარიზაციაში არანაკლები წვლილი მიუძღვის გელა დაიაურს, რომლისაც მე უზომოდ მადლიერი ვარ... უღვთოდ გასწირა განგებამ ეს არაჩვეულებრივი პოეტი, ვიცი რომ მასაც ძალიან უყვარს ჯაბუშანურის პოეზია.

ეს სიმღერა მალევე აიტაცეს, განსაკუთრებით გოგონებმა... ამ სიმღერას გოგონების ტრიოც არაჩვეულებრივად ასრულებს, ამ ტრიოს ჯგუფი მანდილი ჰქვია, სადაც შედიან ნიჭიერი მანდილოსნები: შორენა ცისკარაული, ანი ჭინჭარაული და თათია მგელაძე.

  https://www.youtube.com/watch?v=9Da3qjzxiDs

https://www.youtube.com/watch?v=9j0YGqNidvA

http://www.myvideo.ge/?video_id=2142718



წარმატებები ვუსურვოთ ამ შესანიშნავ ადამიანებს შემოქმედებით გზაზე, უფალი იყოს მათი შემწე ყოველ კეთილ საქმეში!



პატივისცემით - ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები