ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2014


ჩემს ქალიშვილს, ნანას !

...შენი  თვალები, ის უძირო შენი თვალები
სუფთა, ნათელი და საოცრად თაფლისფერია
ძალიან რომ ჰგავს ჩემს თვალებს და ძლიერად  მიყვარს
და  ვხედავ მასში ჩემი  გენის ლამაზად შერწყმას.

წვიმის წვეთების  შეხებისას გავრბოდით თავქვე,
და ქოლგას არც კი  ვიფარებდით, ათი წლის წინაც
წვეთებმა  შენი  ლურჯი  კაბა  დაწინწკლა ისე...
და  ფოტოკადრი ასე ლამაზი....  მე  თვალწინ მიდგას.

კისრის ძარღვებთან, შენ სახეზე , შენი სუნი მცემს
გიხუტებ გულში , ვგრძნობ ენძელის ვითომ  მორცხვობას.
ფეთქავს შენს გულში ჩემი სისხლი , გაქვს ჩემი  გენი
და ყველამ მინდა გაღიაროს,    ჩემო გოგონა!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები