ნაწარმოებები



ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2014


***



გადის დრო.
ვდგავარ ბაქანზე.
მატარებელი ისე ახლოა,
როგორც ხვალინდელი დღე.
ვფიქრობ, რა საჭიროა
ვაგონებს შორის სიცარიელე,
რა საჭიროა რამე თქვა,
როცა მისი თვალები,
შენს გზას გასცქერის,
შენს ზურგს უკან.
ვდგავარ ჯიუტად,
ვერაფერს ვამბობ,
მატარებელი ისე ახლოა,
თითქმის ჩამოდგა,
ვფიქრობ, რა საჭიროა
გულებს შორის სიცარიელე,
პასუხი არ მაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები