ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
7 სექტემბერი, 2014


თაგვი და კატა

ერთხელ ბებოს ბეღელს,
შეეჩვია თაგვი,
ტაროს სათითაოდ
მოაჭამა თავი.

ყოველ ღამე აწყობდა
ბებო თაგვის ხაფანგს
ის არ ეკარებოდა
მაინც სიმიდს ხრავდა.

ყველს აღარ უჩერებდა
იპარავდა კატა
ერთხელ არ გაუმართლა
და გაება ხაფანგს.

ბეღლის კარი გააღო,
ბებო დარჩა სახტად
თაგვის ნაცვლად ხაფანგში
დაინახა კატა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები