ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დაკრია
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2016


***

***
ამინდი აირია...
წვიმს...
მიყვარს წვიმა...
ისეთი ამინდია დღეს, როგორიც მე ვარ...
არეული...
ხან მზეა, ხანაც წვიმს...
საათის ისრები მისდევენ ერთმანეთს...
საწოლზე ვწევარ და ჭერზე ერთ წერტილს ვუყურებ, უმნიშვნელო წერტილს...
რატომღაც ადამიანის ცხოვრებასთან გავავლე პარალელი...
ჰო ასეთი პატარა და უმნიშვნელო წერტილები ვართ ადამიანები...
მოციმციმე წერტილები...
უფლის შვილები...
ყველანი უფლის წყალობით მოვედით...
თუმცა რა არის სიცოცხლე?
დღეს ვართ და ხვალ შეიძლება აღარც ვიყოთ...
სიხარულს ტკივილი ცვლის, ტკივილს ბედნიერება...
ირევა ერთმანეთში ყველა ადამიანური გრძნობები...
კეთილებიც ვართ, ბოროტებიც, ცუდებიც, კარგებიც... ხანდახან ანგარებით, ხანდახან გულწრფელად, ხანდახან სიკეთით მივყვებით ცხოვრების ბილიკებს, იმ გზებს რომელიც უფალმა დაგვიხატა...
შორს წამიღო ფიქრმა...
ისევ ჭერს ვუყურებ და ჭერზე არსებულ პატარა წერტილს...
სულელური ფიქრები მოძრაობდნენ უმისამართოდ გონებაში...
აზრები მერეოდა ერთმანეთში...
არ ვიცი რა მინდა, რაღაც მაკლია, რაღაც მღრღნის... რაღაც არ მასვენებს...
უკვე კარგი არსაიდან არაფერი ისმის...
გარდაიცვალა, ავად არის, გარდაიცვალა, ავად არის... მომრავლდა ასეთი ახალი ამბები...
სიკვიდლი ყველა ადამიანის საწყენია, უცნობის, ნაცნობის, ახლობლისა თუ შორეულის...
ახლა რაღაც შინაგანად მტკივა, ბევრი ადმაიანის დაკარგვა მეტკინა ამ უცხო და შორეულ მიწაზე, იმ ქვეყანაში სადაც უმისამართოდ გადმონერგილი ხე ვარ უფესვოდ...
ნათესავები, ახლობლები, რამდენიმე მეგობარიც კი გარდამეცვალა, ყოველი მათგანი მეტკინა, და ჩემებური ცრემლებით ვიგლოვე...
ახლაც მტკივა და ყველა მათგანის გარდაცვალება თვალწინ დამიდგა, ყველა ტკივილი განმიახლდა...
ალბათ ცოტა უცნაურია მაგრამ მეტკინა, მეტკინა  კი არა და ძალიან მეტკინა...
გარდაიცვალა ჩემი უფროსი მეგობარი, სიკეთით და სიყვარულით სავსე, რომელიც ქართველი არ იყო და მაინც, ძალიან უყვარდა ქართველები, უყვარდა ჩემი ერი, ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი ადამიანები.
ჩემი უფროსი მეგობარი, უერთგულესი და უსაყვარლესი იორდანელი , იორდანიის სათვისტომოს თავმჯდომარე, ბატონი ნაბილ ჯუმეანი.
დასანანია, და ვიცი მე არ ვარ მარტო ერთადერთი, ვინც ბატონი ნაბილის გარდაცვალებით შეშფოთებულია და დიდ დანაკარგს განიცადის.
სიკეთით სავსე ადამიანი... ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ ადრეულ ასაკში...
ყველაფერი უფლის ნებაა ალბათ...
ცათა სასუფეველში მშვიდად იძინე ბატონო ნაბილ.
ძალიან მენანებით.
საათის ისრები მისდევენ ერთმანეთს, ღამდება...
გათენდება ახალი დღე, მე კი დაძაბული და შეშინებული რაღაც ცუდის მოლოდინში ცრემლებს შევიმშრალებ , პირჯვარს გადავისახავ და უფალს შევთხოვ დაიფაროს ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები... ნაცნობები, უცნობები, მეგობრები ახლობლები...
უფალო დაიფარე ჩემი ერი და ჩემი ხალხი...
სხვა არაფერი მინდა... სხვას არაფერს ვითხოვ...
ნესი რობაქიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები