ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 აგვისტო, 2014


ძველი ლექსებიდან

მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ...


მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ,
თუმც ვრწყავ ცრემლებით მიწას ქართველი,
როცა ტაძარში გალობას ვისმენ,
მდუმარედ ვიწვი როგორც სანთელი.
წუთი - წუთს... თვე - თვეს... წელი - წელს მისდევს,
ბლომად დაგროვდა გულში ნაღველი,
მთელ საქართველოს ვავედრებ ქრისტეს,
ბევრი კარგის თუ ცუდის მნახველი.
მხურვალედ ვკოცნი ნაომარ მიწას,
გათანგული ვარ ტკივილით ერის,
და ვინაც წითლად შეღება რიწა -
მან ამიცრემლა თვალები მერის.
ეს ვეუბნები ყველა მოკეთეს:
ბევრი რამ დაგვრჩა კიდევ სათქმელი,
ცხუმის მოკვეთით მკლავი მომკვეთეს
და გამიბზარეს სულის სარკმელი.
მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ,
განაწამები მქვია ქართველი,
ქართულ ტაძარში გალობას ვისმენ,
ისევ ანთია ჩემი სანთელი.


მე იმ ერის ვარ...


მე იმ ერის ვარ, რომელმაც შვა ვაჟა... ილია,
ლექსის მწვერვალზე აიყვანა გალაკტიონი!
თუმც დღეს ქვეყანა ორ ნაწილად გაყოფილია,
მაინც ამაყად იმზირება კავკასიონი!
მეც იმ ერის ვარ, რომელმაც შვა მერაბ კოსტავა,
თავისი ხელით გამოზარდა ცოტნე... ზვიადი!
თუმც ზოგჯერ გული ქართველობის სიმწრით მოსთქვამდა,
დიდგორმოგებულ საქართველოს დიდი ფრიადი!




თუმც...


ისევ გაშალა ფრთები ოცნებამ,
არ გამიცრუა ქართველს იმედი!
თუმც გამოცდაა ჩვენი ცხოვრება,
უფლის ტაძრამდე რწმენით მივედით!
თუმც მძიმე ხვედრი გვერგო ქართველებს,
რწმენა ყოველთვის ძალას გვმატებდა!
მჯერა: ამ წყლულებს დრო გაამთელებს
და სიხარულით მივალთ ხატებთან!



ქართველო...


იყავ კეთილი... გიყვარდეს მიწა,
არ გააცივო წინაპრის კერა,
შენს დაბრუნებას მოელის რიწა,
არ დაუკარგავს იმედი ჯერაც.
იყავ ერთგული... გიყვარდეს ერი,
საქართველოსთვის გიძგერდეს გული,
არ გააცინო ქართველო მტერი,
არ გააწბილო შენი მამული.
















ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე


ეჰ... ნეტავი ვინ დაგვთარსა ასე,
დარუბანდის აღარ ვდგავართ კართან,
ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე,
რომ გვფარავდეს ღვთისმშობელის კალთა.
სამებაში ისევ ვანთებ სანთელს -
როგორც ერთი ქრისტიანი კაცი,
დანდობისკენ მოვუწოდებ ქართველს,
არ მსურს იყოს განტევების ვაცი.
საქართველო გაკრულია ჯვარზე,
მაგრამ მაინც ღმერთი არის ჩვენთან,
გადავრჩებით დღეს თუ არა ხვალ - ზეგ,
თუ ვიქნებით ძველებურად ერთად.
სანამ ვცოცხლობთ - ნუ წავბილწავთ ხატებს,
რწმენით დავდგეთ დარიალის კართან,
ვიყოთ მუდამ სიყვარულით სავსე,
რომ გვფარავდეს მარიამის კალთა.




დედაჩემი



ამაღლება დღეს ამაღლდა ცაში,
ჩემი ჯავრით თუ დარდით კვდებოდა,
მე დედა სწორედ დამაკლდა მაშინ,
ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა.
დღეს დედაჩემი ჩემს გულში ცოცხლობს,
ჩემი გული კი უფალს უგალობს,
მინდა ამქვეყნად ისე ვიცოცხლო,
როგორც დედაჩემს სურდა უფალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები