ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
16 დეკემბერი, 2015


ვარჯიში

აბა, სწორდით, სმენა
ვივარჯიშოთ ყველამ
ზამთარში არ შეგვაწუხოს
სურდომა და ხველამ.

ერთი, ორი, სამი
ყველა წრეზე დარბის,

სამი, ოთხი, ხუთი
აბა, წრეში ბურთი,

ოთხი, ხუთი, ექვსი
დოინჯები წელში.

ხუთი, ექვსი, შვიდი
ნაბიჯები მშვიდი.

ექვსი, შვიდი რვაა
ააჩქარეთ სვლა.

შვიდი, რვაა, ცხრაა,
არ გაჯობოთ სხვამ.

რვაა, ცხრაა, ათი,
დღეს ვამთავრებთ ამით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები