ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 მარტი, 2016


მაინც რა არის ქალი

მაინც რა არის ქალი,
რა იყო, რა გაუხარდა
გამოაყოლეს თვალი.

მაინც რა არის ქალი,
იის კონა აჩუქეს
მზე ჩაუსახლდა თვალში.,


მაინც რა არის ქალი,
გადაგიყვარე,–ეტყვი,
ცრემლით ევსება თვალი.

მაინც რა არის ქალი,
გიღალატესო უთხრეს,
ჩუმად დახუჭა თვალი.


მაინც რა არის ქალი,
სხვისი აქვს ერთი ,,ძვალი,,
და მძევალია ვალის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები