ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2014


ვუძღვნი "კაზანტიპის რესპუბლიკის " მობინადრეებს :)

მეძავზე საუბარს არ იშლიან კაცები:
(არვიცი, სისხლში აქვთ გამჯდარი , თუ რა სჭირთ)
არადა საღამოს, რომ ჰკითხო ეძებენ
გასართობს, სულ ოდნავ ლამაზ ქალს,
ანდა სიმსუბუქის პატარა გოგონას,
დილით კმაყოფილმა  და ოთხჯერ ორგაზმით 
ვნებისგან დაცლილმა,
მეძავზე აუგით , რომ ცოდვა აჰკიდონ
მის  ლამაზ და სუსტ მხრებს.

თუ ქალის თვალებში  შემორჩა სულ ცოტა
ლანდებთან კრთომა და
ქალური  სილაღე,
აკვირვებს უმანკო მისი გამოხედვა,
თვალებში სხივი და
ბავშვური სინათლე...


(მე ვნახე ქუჩაში მოხუცი ბაბუა,
ის ჰყიდდა ალუბალს,
იყიდის, გაჰყიდის...
საღამოს შვილიშვილს უყიდის ჩიპაჩუპს,
ანდა სხვას, რაც უნდა...)


ვინც ჰყიდის, ყიდულობს და მერე კვლავ ყიდის
(ჩვენში  ხომ უღმერთოდ საკუთარ  სულს ვყიდით)
ის თუ "უმანკოა",
იმ გოგოს, ვინც ჰყიდის და შენ კი ყიდულობ
(სხეული მისია, თუ უნდა გაჰყიდის)
დადექით რიგში და...
ესროლეთ პირველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები