ნაწარმოებები



ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2014


***

ხშირად ვფიქრობ,
რომ არ ყოფილიყავი შენ,
იქნებოდა სხვა.
გვეყვარებოდა ერთმანეთი,
ვისეირნებდით წვიმიან ამინდში,
დავგეგმავდით ჩვენს მომავალს
და ვიქნებოდით ბედნიერები.
მერე, ერთხელაც იქნებოდა,
სადმე, წამიერად მოგკრავდი თვალს,
გავიფიქრებდი-
რომ ყოფილიყავი შენ,
არ იქნებოდა სხვა...
მხოლოდ რამდენიმე წამით
დავუშვებდი ღალატს,
მხოლოდ რამდენიმე წამი
არ მეყვარებოდა ის.
მაგრამ, დანამდვილებით ვიცი,
ამ წამიერ ღალატს,
მთელი ცხოვრება არ ვინანებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს